კატეგორიები

პოლონეთი უკრაინის მხარდაჭერით ,,დრონების არმადის" შექმნას გეგმავს

პოლონეთი უკრაინის მხარდაჭერით ,,დრონების არმადის" შექმნას გეგმავს
Copyright Euronews
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი  აცხადებს, რომ პოლონეთი უკრაინის მხარდაჭერით „დრონების არმადის“ შექმნას გეგმავს, რომელიც ქვეყნისა და მთლიანად ევროპის უსაფრთხოების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

პოლონეთის მთავრობის მეთაურმა უკრაინას დრონების წარმოების მიმართულებით მიღებული გამოცდილებისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სწორედ ეს ცოდნა იქნება ერთ-ერთი მთავარი საფუძველი ახალი თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებისთვის. მისი თქმით, თანამედროვე კონფლიქტებში უპილოტო ტექნოლოგიებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება და ევროპამ ამ მიმართულებით საკუთარი შესაძლებლობები უნდა გააძლიეროს.

„დღეს ვიწყებთ ამ დიდ პროექტს. პოლონეთს უნდა ჰქონდეს საკუთარი თანამედროვე დრონების არმადა, რომლითაც არა მხოლოდ უკრაინას დავეხმარებით, არამედ პოლონელებსაც დავარწმუნებთ, რომ უსაფრთხოდ იქნებიან.

ვამაყობ, რომ ჩვენი პარტნიორი ამ საქმეში არის ქვეყანა, რომელსაც ყველაზე მტკივნეული გამოცდილება აქვს. თუმცა სწორედ ამის წყალობით ასრულებს დღეს გადამწყვეტ როლს  ჰაერში უსაფრთხოების განსაზღვრაში“ - განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა.

უკრაინის პრემიერმა იულია სვირიდენკომ განაცხადა, რომ უკრაინამ მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია განიცადა. ქვეყანა, რომელიც ომის დასაწყისში უცხოურ სამხედრო დახმარებაზე იყო დამოკიდებული, დღეს უკვე თავად სთავაზობს პარტნიორებს თანამედროვე და მაღალტექნოლოგიურ სამხედრო მხარდაჭერას).

პოლონეთსა და უკრაინას შორის თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში სულ უფრო ინტენსიური ხდება.  ექსპერტების შეფასებით, ახალი ინიციატივა რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

დაკავშირებული ამბები
პოლონეთი უკრაინის მხარდაჭერით ,,დრონების არმადის" შექმნას გეგმავს ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრება შესაძლოა ტერიტორიის დათმობაზე იყოს დამოკიდებული