კატეგორიები

ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრება შესაძლოა ტერიტორიის დათმობაზე იყოს დამოკიდებული

ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრება შესაძლოა ტერიტორიის დათმობაზე იყოს დამოკიდებული
Copyright Euronews
გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ უკრაინას შესაძლოა რუსეთის სასარგებლოდ ტერიტორიის დათმობა მოუწიოს, იმისათვის,  რომ ევროკავშირში გაწევრებისთვის გზა გაეხსნას.

გერმანიის ქალაქ მარსბერგში სტუნდეტებთან საუბრისას, მერცმა განაცხადა,  რომ უკრანის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენკიმ უნდა ჩაატაროს რეფერენდუმი,  რომელზეც    მოსახლეობა გადაწყვეტს  როგორც ევროკავშირში გაწევრების, ისე ტერიტორიის დათმობის  საკითხებს.

ამჟამად რუსეთს უკრაინის დაახლოებით 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული, ძირითადად ქვეყნის აღმოსავლეთი ინდუსტრიული რეგიონი, დონბასი.

გერმანიის კანცლერის თქმით,  გადაწყვეტილება მხოლოდ უკრაინის მოსახლეობამ უნდა მიიღოს. ახლა უმნიშვნელოვანესი  მათთვის ძალაუფლების  დაბრუნებაა.

„იმედია, გარკვეულ ეტაპზე რუსეთთან სამშვიდობო ხელშეკრულება დაიდება. ამის შემდეგ შესაძლოა, გარკვეული ტერიტორია აღარ იყოს უკრაინული. თუ ზელენსკის სურს ამის შესახებ საკუთარი ხალხს აცნობოს და საკითხის სასარგებლოდ უმრავლესობა უზრუნველყოს, რეფერენდუმი უნდა ჩაატაროს. მან ასევე უნდა აუხსნას ხალხს, რომ ამით ხალხს ევროპისკენ უხსნის გზას. და ჩვენ ამას დამაჯერებლად უნდა ვუპასუხოთ.. ჩვენ არ უნდა გადავუვადოთ  და გაურკვეველ მომავალში არ უნდა დვიბაროთ, პირიქით უნდა ვუთხრათ უკრაინას: „დიახ, არსებობს კონკრეტული გზამკვლევი, ეტაპობრივი პროცესი იმისა, თუ როგორ შეგიძლიათ ევროკავშირში გაწევრება და ეს არის პირველი ნაბიჯები - ნაბიჯები, რომლებიც სანდოა, შეუქცევადი და საბოლოოდ ევროკავშირში სრულ წევრობამდე მიგვიყვანს“. - განაცხადა გერმანიის კანცლერმა,  ფრიდრიხ მერცმა.

კიევის ევროკავშირში გაწევრების პროცესს ბოლო ორი წლის განმავლობაში უნგრეთის ნაციონალისტი პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ბლოკავდა.

ორბანის ბოლოდროინდელმა მარცხმა პიტერ მადიართან იმედი გააჩინა, რომ უკრაინის გაწევრების პროცესი მალე გადავა  შემდეგ ეტაპზე.

თუმცა მერცმა დასძინა, რომ არც გადაჭარბებული ოპტომიზმია საჭირო, რადგან უკრაინის ინტეგრაცია დამოკიდებულია მშვიდობაზე, კანონის უზენაესობაზე, რეფორმებსა და კორუფციასთან ბრძოლაზე.

გერმანიის ლიდერის თქმით,  გაწევრებასთან დაკავშირებით ზელენსკის მიერ შემოთავაზებული  თარიღი, მომავალი წლის 1 იანვარი, არარეალურია. მეტიც შესაძლოა, ვერც  2028 წლის 1 იანვრამდე მოესწროს საჭირო რეფორმების გატარება.

კიევს ამჟამად ევროკავშირის ოფიციალური კანდიდატი ქვეყნის სტატუსი აქვს, რომელიც მას 2022 წლის ივნისში მიენიჭა.

დაკავშირებული ამბები
ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრება შესაძლოა ტერიტორიის დათმობაზე იყოს დამოკიდებული ჩერნობილის ტრაგედიიდან 40 წლის შემდეგ, ჩერნობილს „ლიკვიდატორთ“ა ჯგუფი ეწვია