კულტურული ცხოვრებისა და გართობის მოყვარულთ ამ კვირაში ელოდებათ მერილ სტრიპი, რომელიც ისევ დაბრუნდა, როგორც მსოფლიო მოდის წამყვანი ჟურნალის - „მტარვალის“ მთავარი რედაქტორი; პოპ-ჯგუფის Spice Girl-ის ყოფილმა წევრმა მელანი სიმ (მელანი ჯეინ ჩისჰოლმმა) თავისი მეცხრე სტუდიური ალბომი გამოუშვა - აი, რას უნდა მიაქციოთ ყველაზე დიდი ყურადღება მიმდინარე კვირას.
მიმდინარე კვირას მაისი დგება და იმედია, მზეც უკეთ დაათბობს. თუმცა პირველ მაისთან დაკავშირებული დღესასწაულების მიუხედავად, რომლებიც გარეთ გიხმობთ, უამრავი რამის გაკეთება შეგიძლიათ დახურულ შენობებშიც.
ხელოვნებასა და კულტურაზე ფრინველების გავლენას თავისი დარბაზები დაუთმო ნიდერლანდებში მაურიცჰეისის Mauritshuis მუზეუმმა, ვენის ალბერტინას (Albertina Modern) მუზეუმში წარმოდგენილი გამოფენა კი კომიქსების ხელოვნებაზე გავლენას ეძღვნება და ქუჩის მხატვრის KAWS-ის (ბრაიან დონელის Brian Donnelly) ნამუშევრებს წარმოგვიდგენს.
Netflix-ის პლატფორმებზე ორი ახალი სერიალი იწყება: „მრისხანება („Man on Fire“) და „ბუზთა ბატონი“ („Lord of the Flies“). დიდ ეკრანებზე კი ისევ ბრუნდება მერილ სტრიპი მოდური ჟურნალის გესლიანი რედაქტორის მირანდა პრისტლის როლში ფილმიდან „ეშმაკს პრადა აცვია“ („The Devil Wears Prada“) - ამ ფილმის გაგრძელების პრემიერა სწორედ მიმდინარე კვირაში შედგება.
ჩვენი რეკომენდაციები კი ასეთია:
გამოფენები
გამოფენა, სახელწოდებით „ფრინველები“ (BIRDS) 7 ივნისამდე გაგრძელდება ქალაქ ჰააგის მაურიცჰეისის (Mauritshuis) მუზეუმში. გამოფენა ეძღვნება ფრინველების სიმბოლურ გავლენას ხელოვნებაზე და მის ფარგლებში წამროდგენილია როგორც თანამედროვე, ისე ძველი ოსტატების მათ შორის ლეონარდო და ვინჩის, რემბრანდტის, პიკასოსა და ტრეისი ემინის ნამუშევრები.
ვენის „ალბერტინას“ მუზეუმი მასპინძლობს გამოფენას „KAWS: Art & Comix“, რომელიც 27 სექტემბრამდე გაგრძელდება. გამოფენაზე წარმოდგენილია ამერიკელი ხელოვანის KAWS-ის ნამუშევრები, რომლებიც ე.წ. მაპტების (muppet) კომიქსის ტიპის თოჯინებს მოგაგონებთ. მისმა მელანქოლიურმა თოჯინებმა თანამედროვე პოპხელოვნებისა და ქუჩის მხატვრობის მიმდინარეობებში დიდი მოწონება დაიმსახურა და საკუთარი ადგილიც დაიმკვიდრა. KAWS-ის ნამუშევრები თანამედროვე ცხოვრების მეტისმეტად მომხმარებლურ და მომხვეჭელ სახეს გვიჩვენებს, რისთვისაც ხელოვანი კომიქსების გმირებს იყენებს. „ალბერტინას“ მუზეუმი თითქოს ე.წ. მაღალი და დაბალი ხელოვნების ურთიერთდაპირისპირებას ცდილობს და KAWS-ის გვერდით წარმოადგენს სხვა იმ ხელოვანების ნამუშევრებსაც, რომელთა შთაგონების წყაროც კომიქსის პერსონაჟები გახლავთ. აქვე გაეცნობით როი ლიხტენშტეინის, კლას ოლდენბურგის, ჰორას კლიფორდ ვესტერმანისა და კიტ ნამუშევრებს.
არავის უჩვენებია პარიზის ვინტაჟური სახე ისე, როგორც უნგრელმა ფოტოგრაფმა ბრასაიმ შეძლო, მისი ნამუშევრების გამოფენა სტოკჰოლმის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (Moderna Museet) 4 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
ღონისძიებები
პირველი მაისისადმი მიძღვნილი დღესასწაული მთელ ევროპაში გაიმართება. ყვავილების გვირგვინებითა და ფერადი ლენტებით მორთული ევროპელები ცეკვითა და სიმღერით უძველესი რიტუალების მსგავსი ზეიმით შეხვდებიან ზაფხულისა და ახალი სიცოცხლის დასაწყისს. თუმცა ყველა ქვეყანა საკუთარი ტრადიციის მიხედვით იზეიმებს ამ დღეს.
ფილმები
პირველ მაისს კინოეკრანებზე შედგება პრემიერა ფილმისა „ეშმაკს აცვია პრადა 2“ (The Devil Wears Prada 2), რომელიც 2006 წელს ჰოლივუდში გადაღებული ამავე სახელწოდების ფილმის გაგრძელებაა. ფილმში მოდური ჟურნალის ტირანი რედაქტორის როლს ისევ მერილ სტრიპი ასრულებს. მისი ყოფილი ასისტენტი ანდრეა კი (კვლავ ენ ჰეთუეის შესრულებით) ახლა წარმატებული გამომცემლის სახით ბრუნდება უკან. მან ჟურნალი უნდა გადაარჩინოს. თუმცა მისი დაძაბული ურთიერთობა ძველ რედაქტორთან და კონკურენტ კოლეგასთან (რომელსაც ისევ ემილი ბლანტი ასრულებს), აქაც გრძელდება.
შერჩეული კინოთეატრების ეკრანებზე გამოვა საშინელებათა ჟანრის ფილმი Hokum-ი, რომელშიც მოქმედება ვითარდება მწერლის ირგვლივ, რომელიც ირლანდიაში მოჩვენებებით სავსე სასტუმროში გაჩერდა.
სატელევიზიო სერიალები
Netflix-ზე 30 აპრილიდან დაიწყება მძაფრსიუჟეტიანი სერიალი „მრისხანება (“Man on Fire“), რომლის სიუჟეტიც A.J. Quinnell-ის იმავე სახელწოდების რომანზეა დაფუძნებული.
4 მაისიდან კი Netflix-ზე დაიწყება სერიალი „ბუზთა ბატონი“ (Lord of the Flies), რომელიც ამავე სახელწოდების ფილმის სატელევიზიო ვერსია გახლავთ.
მუსიკა
პირველ მაისს გამოვა ბრიტანული პოპჯგუფ Spice Girl-ის ყოფილი წევრის მელანი სის (მელანი ჯეინ ჩისჰოლმი) მე-9 სტუდიური ალბომი „SWEAT“. ამ მომღერალმა სოლოკარიერა 90-იან წლებში დაიწყო. მისი ბოლო ალბომი „SWEAT“-ი ენერგიული პოპის ჟანრის ცეკვების ხანაში დაბრუნებაა.
მიმდინარე კვირა ზოგადად დატვირთულია მუსიკალური პრემიერებით. მათ შორის არის ტორი ეიმოსის ახალი სტუდიური ალბომი 'In Times of Dragons', ირლანდიური რეპჯგუფის Kneecap-ის სტუდიური ალბომი 'Fenian' და ამერიკული როკდუეტის The Black Keys -ის სტუდიური ალბომი 'Peaches!. ეს ყველაფერი 1 მაისიდან იქნება ხელმისაწვდომი.
ავტორი: ამბერ ლუის ბრაისი
