კატეგორიები

რუსული ძალების მიერ უკრაინის ქალაქ დნიპროზე თავდასხმას ცხრა მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა

რუსული ძალების მიერ უკრაინის ქალაქ დნიპროზე თავდასხმას ცხრა მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა
Copyright AP
რუსეთის შეირაღებულ ძალებს კვლავ მიაქვთ იერიში  უკრიაინის ქალაქებსა და რეგიონებზე.  ხელისუფლების განცხადებით, ქალაქ დნიპროში 25 აპრილს რუსული დრონებისა და რაკატების თავდასხმის შედეგად სულ მცირე ცხრა მოქალაქე დაიღუპა, 46 კი დაიჭრა.

ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ ოთხსართულიანი საცხოვრებელი შენობა ნაწილბრივ განადგურდა. დაიზაინებულია სხვა  შენობები და ინდუსტრიული ინფრასტრუქტურა.

დნიპროპეტროვსკის რეგიონის ხელმძღვანელის ოლექსანდრ ჰანჟას თქმით,  ღამით განხორციელებული თავდასხმების დროს დანგრეული სახლის ნანგრევებში ოთხი ადამიანის ცხედარი  იპოვეს.

როგორც რეგიონის ხელმძვანელი ამბობს, 25 აპრილს,  დღის მეორე ნახევარში, რუსმა სამხედროებმა იმავე საცხოვრებელ ადგილას მეორეჯერ მიიტანეს იერიში, რასაც ერთი პირი ემსხვერეპლა.

ამასთან, ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით,  რუსეთმა 26 აპრილს ღამით ოდესის პორტის ინფრასტრუქტურა, სამრეწველო ობიექტები და საცხოვრებელი შენობები დაბომბა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაშავდა.

სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ოდესის რეგიონში 88 მეხანძრე და 19 ერთეული ტექნიკა გაიგზავნა.

ხანძრის ჩასაქრობად სპეციალური სამსახურების წარმომადგენლები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მანამდე, რუსეთის ბელგოროდის სასაზღვრო რეგიონში უკრაინული დრონის თავდასხმის შედეგად ერთი ქალი დაიღუპა.

კვირას უკრაინის გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ უკრაინის ძალებმა ასევე დაბომბეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იაროსლავლში, რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში. დარტყმებმა ხანძარი გამოიწვია ობიექტზე, რომელიც წელიწადში 15 მილიონ ტონა ნავთობს ამუშავებს და რუსი სამხედროებისთვის ბენზინს, დიზელსა და რეაქტიულ საწვავს აწარმოებს. რუსეთს ინციდენტთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

მოსკოვსა და კიევს შორის აშშ-ს შუამავლობით გამართულმა მოლაპარაკებებმა პროგრესი ვერ მოიტანა ძირითად საკითხებზე, რომელთა გადაჭრითაც უნდა დასრულდეს რუსეთის მიერ დაწყებული ომი,  რომელიც უკვე მეხუთე წელია მიმდინარეობს.

დაკავშირებული ამბები
უკრაინის პრეზიდენტი ჩერნობილზე - „რუსული თავდასხმები ისტორიის გამეორების რისკს შეიცავს“ რუსული ძალების მიერ უკრაინის ქალაქ დნიპროზე თავდასხმას ცხრა მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა