კატეგორიები

საფრანგეთის საჰაერო ძალები NATO-ს მისიის ფარგლებში ლიეტუვაში ჩავიდნენ

საფრანგეთის საჰაერო ძალები NATO-ს მისიის ფარგლებში ლიეტუვაში ჩავიდნენ
Copyright Euronews
საფრანგეთის საჰაერო ძალების ეკიპაჟის წევრები „რაფალის“ ტიპის ავიაგამანადგურებლებით ლიეტუვაში NATO-ს ოთხთვიანი მისიის ფარგლებში ჩავიდნენ. მისიის მიზანია,

ბალტიისპირა ქვეყნებს საჰაერო სივრცის პატრულირებაში დაეხმარონ. ბალტიისპირა ქვეყნების საჰაერო სივრცე გასული თვეების განმავლობაში რუსულმა სამხედრო თვითმფრინავებმა და დრონებმა რამდენჯერმე დაარღვიეს.

„ბალტიის ქვეყნები შეშფოთებული არიან მეზობელი რუსების განზრახვით, რადგან არ იციან, რა ელით მომავალში. მათ ნახეს, რაც ხ დება უკრაინაში და შიშობენ, რომ შემდეგი შეიძლება თავად იყვნენ. სამწუხაროდ, მათ არ აქვთ საკმარისი საჰაერო ძალა, რომ საჰაერო სივრცეზე სუვერენიტეტის უსაფრთხოება უზრუნველყონ. სწორედ ამიტომ სჭირდებათ NATO-ს დახმარება. NATO-ს წევრი ყველა ქვეყანა მონაწილეობს ამ მისიაში, ბალტიის საჰაერო პატრულირების მონიტორინგში. საფრანგეთიც, როგორც NATO-ს წევრი, ამ მისიის ნაწილია“, - განაცხადა საფრანგეთის საჰაერო დანაყოფის მეთაურმა, ლეიტენანტ-პოლკოვნიკი ალექსანდრემ.

ფრანგული დანაყოფი „შიაულიაი“ ავიაბაზაზე განთავსდა, სადაც საჰაერო ეკიპაჟის წევრები უკვე აქტიურად მუშაობენ. NATO-ს სარდლობის მითითებებით მათ რუსულ ბომბდამშენებს, გამანადგურებლებსა და სხვა თვითმფრინავებს, რომლებიც ალიანსის საჰაერო სივრცეს მიუახლოვდნენ, გზა არაერთხელ გადაუჭრეს. NATO-ს ინფორმაციით, რუსული თვითმფრინავები, რომლებსაც გზას უკეტავენ, როგორც წესი, გადმაცემ მოწყობილობებს არ იყენებენ, საჰაერო მოძრაობის მაკონტროლირებელთან კავშირს არ ამყარებენ და ფრენების შესახებ ინფორმაციას არ აზიარებენ. შესაბამისად, NATO მათი იდენტიფიცირებისთვის ავიაციას აგზავნის.

„მთავარია, ესკალაცია არ მოხდეს. ჩვენც აქ თავდაცვით პოზიციაზე ვართ, რომ დავაკვირდეთ სიტუაციას. შესაბამისად, დავიცავთ უსაფრთხოების გარკვეულ დისტანციებს. ჩვენს ქმედებას სიტუაციას მოვარგებთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ ესკალაციისკენ ნაბიჯებს არ გადავდგამთ და ისეთ სიტუაციებს არ შევქმნით, რომლების თავიდან აცილებაც გვსურს“, - განაცხადა საფრანგეთის საჰაერო დანაყოფის მეთაურმა.

გასული თვეების განმავლობაში რუსულმა თვითმფრინავებმა და დრონებმა ბალტიისპიერთის ქვეყნებისა და პოლონეთის საჰაერო სივრცე რამდენჯერმე დაარღვიეს. NATO-ს წევრ სახელმწიფო ქვეყნებში რუსული დრონების შეჭრამ გამოააშკარავა NATO-ს სამხედრო ალიანსის წინაშე არსებული გამოწვევები, რომლებიც უპილოტო საფრენ აპარატებს უკავშირდება. შედეგად, აღმოსავლეთ ფლანგის ქვეყნები და NATO საზღვრებისა და საჰაერო სივრცის გაძლიერების მინით გარკვეულ ზომებს მიმართავენ. ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის – NATO-ს ბალტიისპირეთის ფრონტის ხაზის – სამხედრო და თავდაცვის წარმომადგენლების თქმით, დრონებისგან დასაცავად ტექნოლოგიური, ფინანსური და ბიუროკრატიული პრობლემების მოგვარებაა საჭირო.

„შესაძლოა, ფრანგებისთვის რუსეთი შორეულ საფრთხედ ჩანდეს. თუმცა, როგორც კი ის NATO-ს საზღვრებს გადაკვეთს, კონფლიქტის თვალსაზრისით, სრულიად სხვა განზომილებაში გადავდივართ. ამ მხრივ საფრანგეთმა, როგორც NATO-ს წევრმა, უნდა იმოქმედოს ფრონტის ხაზზე, სადაც საფრთხე რეალურია და მოსახლეობა შეშინებულია. სწორედ ასეა ბალტიის ქვეყნებში. ხალხი ძალიან ნერვიულობს რუსეთიდან მომავალი საფრთხის გამო მისი დაპყრობითი ამბიციების გათვალისწინებით. აქ ჩამოსვლის მიზანია,  საფრანგეთმა საფრთხე აარიდოს მოსახლეობას  და დაამშვიდოს ის“, - განაცხადა ლეიტენანტ-პოლკოვნიკი ალექსანდრემ.

ბალტიის საჰაერო პატრულირების მისია 2004 წელს ამოქმედდა, როცა ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი ალიანსს შეუერთდნენ. NATO-ს წევრი სახელმწიფოები კი ბალტიის ქვეყნების საჰაერო სივრცის დაცვაში მონაცვლეობით მონაწილეობენ. ახლა კი, რუსული საფთხეების გაზრდის ფონზე, გაიზარდა NATO-ს ქვეყნების სამხედრო მისიის მასშტაბიც. საჰაერო პატრულირების მისიის ფარგლებში, ფრანგული დანაყოფი ყოველდღიური, უწყვეტი მისიით ივლისის ბოლომდე დარჩება.

დაკავშირებული ამბები
საფრანგეთის საჰაერო ძალები NATO-ს მისიის ფარგლებში ლიეტუვაში ჩავიდნენ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი NATO-ს დატოვების საკითხს განიხილავს