კატეგორიები

მუსიკის ინდუსტრიის 1000-ზე მეტი წარმომადგენელი ევროვიზიის სიმღერის კონკურსს ბოიკოტს უცხადებს

მუსიკის ინდუსტრიის 1000-ზე მეტი წარმომადგენელი ევროვიზიის სიმღერის კონკურსს ბოიკოტს უცხადებს
Copyright Euronews
1000-ზე მეტმა მუსიკოსმა, მათ შორის Massive Attack-მა და Kneecap-მა, ხელი მოაწერეს ღია წერილს, რომელიც მუსიკის ინდუსტრიის წარმომადგენლებს მოუწოდებს 2026 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსს ისრაელის მონაწილეობის გამო ბოიკოტი გამოუცხადოს.

კამპანია, რომელიც ორგანიზებულია მოძრაობების „არა მუსიკას გენოციდისთვის“ და „ისრაელის მიმართ აკადემიური და კულტურული ბოიკოტის მოთხოვნის პალესტინური კამპანიის“ მიერ, კონკურსის ორგანიზატორ ევროპის მაუწყებელთა კავშირს მოუწოდებს, მაისში დაგეგმილი ევროვიზიიდან ისრაელის საზოგადოებრივი მაუწყებელი მოხსნას.

კამპანიის ორგანიზატორებმა მხარი დაუჭირეს ესპანეთის, ირლანდიის, სლოვენიის, ნიდერლანდებისა და ისლანდიის გადაწყვეტილებას, კონკურსი მონაწილეობა არ მიეღოთ.  ხუთივე ქვეყნის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ პალესტინაში მიმდინარე იმის ფონზე ისრაელს მუსიკალურ კონკურსში მონაწილეობის უფლება არ უნდა მიეცეს.

ევროპის მაუწყებელთა კავშირმა დაიცვა გადაწყვეტილება, კონკურსზე ისრაელის წარმომადგენელი დაუშვას. ამის გამო კავშირს ადანაშაულებენ, რომ ის ორმაგი სტანდარტით მოქმედებს. 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ევროპის მაუწყებელთა კავშირმა რუსეთს აუკრძალა ევროვიზიაზე გამოსვლა. აკრძალვა დღემდე ძალაშია. კონკურსის კრიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ პალესტინაში ირსაელის სამხედრო მოქმედებების ფონზე კავშირმა ისრაელთან დაკავშირებითაც მსგავსი გადაწვეტილება უნდა მიიღოს, განსაკუთრებით იმის ფონზე, როცა 2025 წლის სექტემბერში გაეროს გამოძიების დასკვნა, რომ ისრაელი ღაზაში გენოციდს სჩადის. ისრაელი ბრალდებებს უარყოფს.

დაკავშირებული ამბები
მუსიკის ინდუსტრიის 1000-ზე მეტი წარმომადგენელი ევროვიზიის სიმღერის კონკურსს ბოიკოტს უცხადებს კულტურული ღონისძიებების დაიჯესტი: სად ღირს წასვლა გასართობად, ან რისი ნახვა და მოსმენა შეგიძლიათ ევროპაში ამ კვირაში