22 აპრილის საღამოს პენტაგონმა მოულოდნელად გაავრცელა ცნობა აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მდივნის, ჯონ ფელანის, თანამდებობიდან წასვლის შესახებ.
გადადგომის მიზეზი უცნობია, თუმცა მრავალ კითხვის ნიშანს აჩენს, რადგან ვაშინგტონის სამხედრო ოპერაცია ახლო აღმოსავლეთში ჯერ არ დასრულებულა, მიუხედავად საბრძოლო მოქმედებების თვალსაზრისით აღებული პაუზისა და დიპლომატიური ჩიხის ფონზე ირანთან გაურკვეველი ვადით გახანგრძლივებული „ცეცხლის შეწყვეტის შესახებ“ შეთანხმებისა.
ამავდროულად, ვაშინგტონი განაგრძობს ირანული პორტების ბლოკადას.
ამერიკული მხარე, კერძოდ კი ომის მდივანი პიტ ჰეგსეთი, პერიოდულად აცხადებს, რომ სამხედრო-საზღვაო ძალები წარმატებულად მონაწილეობენ ოპერაციაში და ეფექტურად ანეიტრალებენ მოწინააღმდეგის პოზიციებს, მინიმალური დანაკარგებით.
ჯონ ფელანის ნაცვლად მის მოვალეობას დროებით შეასრულებს მისი მოადგილე ხუნგ კაო — სამხედრო-საზღვაო ძალების ვეტერანი, 25-წლიანი გამოცდილებით, რომელსაც ამდენად წარმატებული პოლიტიკური კარიერა არ ჰქონია. ის ვირჯინიის შტატიდან სენატსა და აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში იყრიდა კენჭს, თუმცა უშედეგოდ.
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციიდან წამსვლელთა რაოდენობა ბოლო პერიოდში გაიზარდა. მართალია, ჯონ ფელანი პირველია სამხედრო მეთაურობიდან, თუმცა ამ სექტორიდან პიტ ჰეგსეტმა არმიის ოფიცერი, გენერალი რენდი ჯორჯი, გაათავისუფლა.
მანამდე კი ამას წინ უძღოდა თავდაცვის უწყებების სხვა მაღალჩინოსნებისა და გენერლების დათხოვნა.
გარდა ამისა, მიმდინარე წლის აპრილში დონალდ ტრამპმა სპეციალური ბრძანება გამოსცა, რომლითაც თანამდებობიდან გაათავისუფლა აშშ-ის გენერალური პროკურორი პემ ბონდი.
