კატეგორიები

კულტურული ღონისძიებების დაიჯესტი: სად ღირს წასვლა გასართობად, ან რისი ნახვა და მოსმენა შეგიძლიათ ევროპაში ამ კვირაში

კულტურული ღონისძიებების დაიჯესტი: სად ღირს წასვლა გასართობად, ან რისი ნახვა და მოსმენა შეგიძლიათ ევროპაში ამ კვირაში
Copyright Euronews

კულტურული ცხოვრებისა და გართობის მოყვარულთ ამ კვირაში ელოდებათ  ზიგი სტარდასტის ილუმინაციები ლონდონის Lightroom -ის დარაბზში, სერიალ Baby Reindeer-ის ავტორი რიჩარდ გადი  ახალი კიდევ უფრო  ცივსისხლიანი სერიალით ბრუნდება, ამერიკული როკჯგუფი Foo Fighters-ი კი თავის მე-12 ალბომს უშვებს.  აი, რას უნდა მიაქციოთ ყველაზე დიდი ყურადღება მიმდინარე კვირას.

მოგესალმებით, ამ კვირაშიც გიბრუნდებით ახალი ღონისძიებებით, ფილმებითა და მუსიკალური ალბომებით. მართალია, სამგანზომილებიან ფორმატში გამართული გამოფენები ძვირადღირებული სარეკლამო ხრიკების სინონიმად იქცა, მაგრამ ლონდონის Lightroom-ში დადგმული დევიდ ბოუის შოუ ნამდვილად გამორჩეულია. 360 გრადუსის მქონე ეკრანებზე მომღერლის შესახებ გადაღებული იშვიათი კადრებია გამოყენებული, რაც ისეთ შთაბეჭდილებას უქმნის მნახველს, თითქოს ბოუის გონებაში მოგზაურობს.

პარიზის გრან პალე (Grand Palais) ამერიკელი ფოტოგრაფის ნან გოლდინის  ნამუშევრების რეტროსპექტულ გამოფენას მასპინძლობს, ხოლო  მაიკლ ჯექსონის შესახებ გადაღებული ბიოგრაფიული მუსიკალური ფილმი, რომელსაც დიდი ხანია ელიან ჯექსონის მოყვარულები, სულ მალე კინოთეატრებში გავა. მიმდინარე კვირის ზოგადი რეკომენდაციები კი ასეთია:

გამოფენები

პარიზის გრან პალეში 21 ივნისამდე გაგრძელდება ამერიკელი ფოტოგრაფის ნან გოლდინის გამოფენა: „ეს კარგად არ დასრულდება“ (This Will Not End Well). გოლდინი ცნობილია თავისი უნიკალური, პირადი ხასიათის ცოცხალი კადრებით, რომლებიც მნახველს ატყვევებს. გრან პალეს რეტროსპექტივაზე წარმოდგენილია გოლდინის ექვსი საკვანძო ნამუშევარი, მათ შორის მისი ორი ყველაზე ცნობილი კოლექცია: 'The Ballad of Sexual Dependency' (1981-2022) და  'The Other Side' (1992-2021).

ლონდონში Lightroom-ის ინტერაქტიულ სივრცეში 22 აპრილიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება დევიდ ბოუის ხსოვნისადმი მიძღვნილი სამგანზომილებიანი შოუ  “You're Not Alone“, რომლის ფარგლებშიც წარმოდგენილი იქნება ნაწყვეტები ბოუის ინტერვიუებიდან და ისეთი მასალა, რომელიც აქამდე არასდროს ყოფილა საჯარო. ეს არის მულტიმედიური სპექტაკლი, რომელიც მნახველებს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პოპვარსკვლავის შემოქმედებით სამყაროში ამოგზაურებს.

ბერლინში 26-28 აპრილს  გაიმართება ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საგაზაფხულო ღონისძიება ხელოვნების სფეროში - Berlin Gallery Weekend-ი.

ფილმები

24 აპრილიდან კინოთეატრებში გამოჩნდება ავტობიოგრაფიული  ფილმი მაიკლ ჯექსონის შესახებ.  „მაიკლი“ ერთ-ერთია იმ ფილმებს შორის, რომლებსაც მაყურებელი მოუთმენლად ელოდება 2026 წელს. ის, სხვათა შორის,   ერთ-ერთი ყველაზე საკამათო ფილმიც არის.  რეჟისორი ანტუან ფუკუაა, მთავარ როლს კი პოპის მეფის ძმისშვილი ჯაფარ ჯექსონი ასრულებს.

ამ კვირაშივე ევროპის შერჩეულ კინოთეატრებში გადის საშინელებათა ჟანრის იაპონური  ფილმი  Exit 8, რომლის სიუჟეტიც ვითარდება იმ ახალგაზრდა კაცის ირგვლივ, რომელიც მეტროს უსასრულო გვირაბშია დაკარგული.

ტელესერიალები

23 აპრილიდან HBO Max-ზე დაიწყება რიჩარდ გადის ახალი ტელესერიალი „ნახევარკაცა“ („Half Man“). შავი კომედიური სერიალისა და ტრილერის Baby Reindeer-ის ავტორი ამჟამად კიდევ უფრო შემზარავ სიუჟეტს სთავაზობს მაყურებელს, რომელიც ოჯახური დრამის ფონზე ვითარდება.

ასევე 23 აპრილიდან Netflix-ზე დაიწყება  ამერიკული სამეცნიერო-ფანტასტიკური საშინელებათა ჟანრის სატელევიზიო სერიალის „უცნაური ამბების“ (Stranger Things) ანიმაციური ვერსია „უცნაური ამბები: ზღაპრები 85-იდან“ (Stranger Things: Tales From '85).

მუსიკა

24 აპრილიდან გამოდის ამერიკული როკჯგუფის Foo Fighters-ის ახალი მე-12 სტუდიური ალბომი - „შენი საყვარელი სათამაშო“ (Your Favorite Toy).  ალბომში, რომელიც ჯგუფმა სამწლიანი პაუზის შემდეგ გამოუშვა, ახალი დრამერი ილან რუბინი უკრავს. წამყვანმა სოლისტმა დეივ გროლმა  Dave Grohl ალბომს უწოდა „ძველი დღეების“ დაბრუნება დიდი „ხმაურითა და ხმამაღალი დარტყმებით“, 70-იანების სტილის „მეტალის“ რეტრო.

24 აპრილს ასევე გამოვა ინდი-როკის ჟანრის კანადური ბენდის „მეტრიკის“ (Metric) მეათე სტუდიური ალბომი  „Romanticize the Dive“.

ავტორი: ამბერ ლუის ბრაისი

დაკავშირებული ამბები
კულტურული ღონისძიებების დაიჯესტი: სად ღირს წასვლა გასართობად, ან რისი ნახვა და მოსმენა შეგიძლიათ ევროპაში ამ კვირაში კოლოსეუმის რესტავრაცია დასრულდა