კატეგორიები

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო აცხადებს, რომ ევროპას ექვსი კვირის სამყოფი საავიაციო საწვავი დარჩა

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო აცხადებს, რომ ევროპას ექვსი კვირის სამყოფი საავიაციო საწვავი დარჩა
Copyright Reuters
საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ხელმძღვანელმა, ფატიჰ ბიროლმა, 16 აპრილს განაცხადა, რომ ევროპას შესაძლოა უახლოეს კვირებში ავიასაწვავის დეფიციტი შეექმნას.  თუ ირანის ომის გამო ნავთობის მიწოდება შეფერხდება, ვერც საერთაშორისო რეისები შესრულდება.
 
„ჩვენ ევროპაში ვართ. ავიასაწვავის დაახლოებით 6 კვირის მარაგი დაგვრჩა. თუ ვერ შევძლებთ ჰორმუზის სრუტის გახსნას და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები შეწყვეტენ მუშაობას, შემიძლია გითხრათ, რომ რეისები გაუქმდება, A ქალაქიდან B ქალაქში თვითმფრინავით ვეღარ გავემგზავრებით, რადგან საკმარისი საწვავი არ იქნება.“ - განაცხადა, საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა, ფატიჰ ბიროლმა.

გასულ კვირას ევროპის საერთაშორისო აეროპორტების საბჭომ ევროკომისიას მისწერა, რომ თუ არ აღდგება ჰურმუზის სრუტეში ტანკერების მიმოსვლა, მაისში შესაძლოა ავიასაწვავის დეფიციტი შეიქმნას.

კონტინენტზე განსხვავებული სიტუაციაა. ავსტრიას, ბულგარეთსა და პოლონეთს საკმარისი მარაგი აქვთ. დიდ ბრიტანეთს, ისლანდიასა და ნიდერლანდებს კი პირიქით. საფრანგეთი სადღაც შუაშია. შექმნილი ვითარების გავლენა ყველა აეროპორტსა და ავიაკომპანიაზე ერთნაირი არ იქნება.

სავაჭრო ასოციაცია „ევროპის ავიახაზები“,, რომელშიც შედიან Air France-KLM, Lufthansa და Ryanair, ევროკავშირს მოუწოდებს,  აეროპორტებში ავიასაწვავის მარაგის შესახებ დროულად მიაწოდოს ინფორმაცია.

დაკავშირებული ამბები
საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო აცხადებს, რომ ევროპას ექვსი კვირის სამყოფი საავიაციო საწვავი დარჩა მთავრობა პოლონელებს, მოუწოდებს სახლში ნაღდი ფული შეინახონ