კატეგორიები

მთავრობა პოლონელებს, მოუწოდებს სახლში ნაღდი ფული შეინახონ

მთავრობა პოლონელებს, მოუწოდებს სახლში ნაღდი ფული შეინახონ
Copyright AP
პოლონეთის ფინანსთა მინისტრმა ანჯეი დომანსკიმ ცოტა ხნის წინ პოლონელებს ურჩია, სახლში შეინახონ ნაღდი ფული, რომელიც   ციფრული სერვისების შეფერხების დროს დასჭირდებათ.

ვარშავის მაცხოვრებლებს ვკითხეთ,  თუ რას ფიქრობენ ამის შესახებ და ინახავენ თუ არა საგანგებო სიტუაციებისთვის ნაღდ ფულს.

„ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი იდეაა. არ შეიძლება მთლიანად მხოლოდ ბანკომატზე იყო დამოკიდებული.“

„დიახ, ეს საჭიროა, მე ყოველთვის თან მაქვს ცოტაოდენი ნაღდი ფული, ყოველი შემთხვევისთვის, რამდენიმე ათას ზლოტამდე მაქვს. მოგზაურობის დროსაც მჭირდება ხოლმე. რადგან სხვა ვარიანტი არ არსებობს. ხშირად მხოლოდ ნაღდი ფული დამაქვს.“ -აცხადებს ერთ-ერთი მოქალაქე.

„ვფიქრობ, რომ გვჭირდება როგორც ბარათი, ისე ნაღდი ფული. წარმოიდგინეთ, რომელიმე ქალაქში ხართ და ვიღაც გპარავს ბარათებს ან კარგავთ მათ. სასოწარკვეთილებაში ვარდებით, რადგან არაფერი გაქვს, რომ გადაიხადო, დასაბრუნებელ ბილეთსაც კი ვერ ყიდულობ.“-აცხადებს ერთ-ერთი მოქალაქე.

„ვფიქრობ, რომ, პირველ რიგში, ნაღდი ფული უნდა გქონდეს, შემდეგ უკვე ბარათი და ის, რაც ანგარიშზეა. რადგან ჩვეულებრივ მოქალაქეს შეიძლება ყველაფერი დაემართოს. შეიძლება დაიწყოს  ომი, გლობალური კრიზისი. ნაღდი ფულის გარეშე ტრაგედია იქნება.“ -აცხადებს ერთ-ერთი მოქალაქე.

ამასობაში, ევროკავშირი ციფრული ევროს იდეას ნერგავს, რაც ხელს შეუწყობს ამერიკულ გადახდის სისტემებზე დამოკიდებულების შემცირებას.

„ჩვენ ევროზონაში არ ვართ, მაგრამ ევრო ნაღდი ფულის საიმედო ფორმაა. არ ვიცი, როგორ გაუმკლავდებიან ამას ბანკები, როგორ გადაჭრიან ამ საკითხს. -აცხადებს ერთ-ერთი მოქალაქე.

„ვფიქრობ, გაციფრულება იმ დონემდე მიიწევს წინ, რომ კარგი იქნებოდა, ნაკლებად დამოკიდებული ვიყოთ ამ დიდ კორპორაციებზე.“-აცხადებს ერთ-ერთი მოქალაქე.

პანდემიის გამოცდილებისა და მიმდინარე ომების, კიბერშეტევებისა და ელექტროენერგიის გათიშვის ფონზე სულ უფრო მეტი ადამიანს ურჩევნია, ციფრულ სივრცის ნაცვლად ფული სახლში ჰქონდეს.

დაკავშირებული ამბები
მთავრობა პოლონელებს, მოუწოდებს სახლში ნაღდი ფული შეინახონ ოტავის კონვენციის დატოვების შემდეგ, პოლონეთს სახმელეთო ნაღმების გამოყენება შეეძლება