ვაშინგტონისა და თეირანის ცნობით, ჰორმუზის სრუტე გახსნილია.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ, პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ „ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ამოწურვამდე“ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მარშრუტი განსაკუთრებული შეფერხებების გარეშე განაგრძობს ფუნქციონირებას „შეთანხმებული სვლაგეზით, რომლის შესახებაც ისლამური რესპუბლიკის საზღვაო ტრანსპორტისა და პორტების ორგანიზაციამ განაცხადა“.
ირანელი დიპლომატის განცხადების საპასუხოდ, დონალდ ტრამპმა მას ასევე სოციალური ქსელით უპასუხა და გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა, თუმცა, ამავდროულად, მანვე დასძინა, რომ „ვიდრე ირანთან საბოლოო შეთანხმება არ გაფორმდება“, ვაშინგტონის ბლოკადა ძალაში დარჩება.
მანამდე ამერიკაში კვლავ თქვეს, რომ ევროპელი მოკავშირეებით იმედგაცრუებულნი არიან, რადგან სწორედ ამ კონტინენტის ქვეყნები სარგებლობენ მკაცრი რეგულაციების ქვეშ მყოფი მარშრუტით და, ამერიკული მხარის მტკიცებით, მაინც ყველაზე ნაკლებს ან საერთოდ არაფერს აკეთებენ მისი განბლოკვისთვის.
მსოფლიო ახლა ელოდება, როგორ და რით დასრულდება აშშ-ირანის მოლაპარაკებები პაკისტანის შუამავლობით. სწორედ ამაზეა დამოკიდებული ჰორმუზის სრუტის საბოლოო ბლოკადისგან გათავისუფლების ბედიც.
