16 აპრილს გერმანიაში მაშველებმა დაიწყეს ინტენსიური ოპერაცია რთულ მდგომარეობაში მყოფი კუზა ვეშაპის გადასარჩენად. ვეშაპმა, რომელიც ბალტიის ზღვის სანაპიროსთან არაერთხელ გაიჭედა, კვირების განმავლობაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით დიდი ყურადღება მიიპყრო.
ვეშაპს ადგილობრივმა მედიამ ტიმი შეარქვა. ძუძუმწოვარა აღმოსავლეთ გერმანიის ახ და დღეების განმავლობაში თითქმის არ განძრეულა. ბევრი შიშობს, რომ ის მალე მოკვდება.
ტიმი რეგიონში პირველად 3 მარტს შენიშნეს. გაურკვეველია, რატომ შეცურა ვეშაპმა ბალტიის ზღვაში, რომელიც მისი ბუნებრივი ჰაბიტატიდან შორსაა. ზოგიერთი ექსპერტის თქმით, ცხოველს შესაძლოა მიგრაციის დროს გზა აებნა ან დანარჩენ ვეშაპებს ჩამორჩა.
კუზა ვეშაპს ჩრდილოეთ ზღვაში გადასასვლელად რთული გზა ელის, რაც რამდენიმე ასეული კილომეტრის გავლას ნიშნავს, სანამ ატლანტის ოკეანეს მიაღწევს.
თავიდან პოლიციის ნავების, ექსკავატორებისა და გასაბერი ნავების დახმარებით მაშველებმა რამდენჯერმა გაათავისულფეს წყალმარჩხი ადგილებიდან, თუმცა 12-იდან 15 მეტრამდე სიგრძის ვეშაპმა ჩრდილოეთის ზღვაში დაბრუნების გზა ვერ იპოვა. ის კიდევ უფრო მეტად დასუსტდა, რის გამოც ისევ გაიჭედა. სამაშველო ოპერაციები უშედეგო აღმოჩნდა. მისი გადარჩენის იმედი, ფაქტობრივად, აღარავის ჰქონდა.
ექსპერტებმა შეიმუშავეს ახალი გეგმა. ცხოველს ჰაერის ბალიშებით აიყვანენ ბრეზენტზე, რომელიც ორ პონტონსა და ბუქსირიან ნავზე იქნება დამაგრებული.
სახელმწიფოს წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს კერძო ინიციატივას, რომელიც ვეშაპის ჩრდილოეთ ზღვაში ტრასნპორირებასა და შესაძლოა, ატლანტის ოკეანეში გადაყვანასაც ითვალისწინებს. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, ტიმი 17 აპრილს დატოვებს ბალტიის ზღვას.
