კატეგორიები

ურსულა ფონ დერ ლაიენი პიტერ მადიართან ერთად სწრაფი პროგრესის მიღწევას ისახავს მიზნად

ურსულა ფონ დერ ლაიენი პიტერ მადიართან ერთად სწრაფი პროგრესის მიღწევას ისახავს მიზნად
Copyright Euronews
ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს ბრიუსელსა და ბუდაპეშტს შორის ურთიერთობების აღდგენის საკითხში სწრაფი  პროგრესის მიღწევა სურს. მან ამის შესახებ მაშინ განაცხადა, რაც   პიტერ მადიარმა უნგრეთის არჩევნებში გაიმარჯვა, რითაც დასრულდა  ვიქტორ ორბანის ხელისუფლებაში ყოფნის 16-წლიანი უწყვეტი მმართველობა.

მადიარმა პარტია „ტისასთან“ ერთად დიდი უმრავლესობა მოიპოვა, რაც მას ვიქტორ ორბანის მიერ არალიბერალური დემოკრატიის პროექტის ფარგლებში გატარებული ფართომასშტაბიანი რეფორმების გასაუქმებლად დასჭირდება.

„უნგრელმა ხალხმა თავისი ნება გამოხატა და ევროპული გზა აღადგინა. ეს ფუნდამენტური თავისუფლებების გამარჯვებაა.ამ შედეგით ჩვენი გაერთიანება უფრო ძლიერი და უფრო მტკიცეა. გუშინ განსაკუთრებული საღამო იყო. რა თქმა უნდა, ჩვენ რაც შეიძლება მალე დავიწყებთ მთავრობასთან მუშაობას.” - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ბრიუსელსა და ბუდაპეშტს შორის კონტაქტი, სავარაუდოდ, მაშინვე შედგება,  რაც მადიარი ოფიციალურად შეუდგება თავისი უფლებამოსილების შესრულებას.

ევროკომისია ამჟამად დაახლოებით 17 მილიარდ ევროს აკავებს გაერთიანებული და COVID-19-ის აღდგენის ფონდებიდან ბუდაპეშტთან კანონის უზენაესობის, სასამართლო დამოუკიდებლობის, აკადემიური თავისუფლების, თავშესაფრის შესახებ კანონმდებლობისა და LGBTQ+ უფლებების საკითხებში არსებული სამართლებრივი დავის გამო.

ამასთან, ბუდაპეშტი კომისიის თანხმობას ელოდება 16 მილიარდი ევროს ოდენობის თავდაცვის გეგმისთვის SAFE-ის ფარგლებში, რომელიც სესხებით უზრუნველყოფილი პროგრამაა.

მადიარისთვის ევროკავშირის თანხების გამოყოფა პრიორიტეტული საკითხია. მომავალი პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ სუპერუმრავლესობა დაეხმარება მას საჭირორეფორმების გატარებასა და იმ კრიტერიუმების დაკმაყოფილებაში, რომლებიც კომისიამ ამ თანხების გამოთავისუფლებისთვის დაადგინა.

დაკავშირებული ამბები
ურსულა ფონ დერ ლაიენი პიტერ მადიართან ერთად სწრაფი პროგრესის მიღწევას ისახავს მიზნად „გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ეს მართლაც გახდეს ახალი ეპოქის დასაწყისი”- პეტერ მაგიარი მთავრობის დასაკომპლექტებლად ემზადება