არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი, შეიხი მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანი ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში იმყოფება. იგი პეკინში ჩინეთის ლიდერ სი ძინპინსა და ჩინეთის პრემიერ-მინისტრ ლი ციანს შეხვდა.
მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივა, ეკონომიკური თანამშრომლობა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. აბუ-დაბისა და პეკინს შორის პარტნიორობა ბოლო წლებში აქტიურად ვითარდება განსაკუთრებით ენერგეტიკის, ინვესტიციებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით.
პეკინში იმყოფებოდა ასევე ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი, რომელიც ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შეხვდა. ბოლო სამი წლის განმავლობაში ეს სანჩესის მეოთხე ვიზიტია ჩინეთში, რაც მადრიდისა და პეკინს შორის ურთიერთობების გაძლიერების მცდელობას მიანიშნებს.
ევროპელი ლიდერები ცდილობენ, გავლენა იქონიონ მხარეებზე, რათა დროულად დასრულდეს ირანში მიმდინარე აშშ-ისა და ისრაელის კონფლიქტი. ამავდროულად, ესპანეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები კვლავ დაძაბულია, რაც სანჩესის მიერ ახლო აღმოსავლეთში მიმიდნარე კონფლიქტის მიმართ კრიტიკული პოზიციით არის განპირობებული.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრი ასევე გეგმავს შეხვედრებს პრემიერ ლი ციანთან და ჩინეთის პარლამენტის თავმჯდომარე ჭაო ლეძისთან. შეხვედრების მთავარი თემები ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობისა და საერთაშორისო პოლიტიკის გაძლიერებაა.
