კატეგორიები

სი ძინპინის მოწვევით პეკინს სერბეთის პრეზიდენტი ესტუმრა

სი ძინპინის მოწვევით პეკინს სერბეთის პრეზიდენტი ესტუმრა

სერბეთის პრეზიდენტი, ალექსანდრ ვუჩიჩი ჩინეთს სტუმრობს. პეკინში ის პირადად პრეზიდენტი სი ძინპინის მოწვევით იმყოფება. ხუთდღიანი ვიზიტი ბელგრადსა და პეკინს შორის ურთიერთობების გაღრმავებას მოემსახურება, რომელსაც ორივე მხარე რკინასავით მტკიცე კავშირად აფასებს. კიდევ უფრო მეტის მოლოდინი აქვს ევროპელ სტუმარს, რომელიც ამ კონტინენტიდან ერთადერთია, ვინც ჩინეთთან ე.წ. „საერთო მომავლის მქონე საზოგადოება“ ჩამოაყალიბა.  პეკინის ჩრდილოდასავლეთით ჩინეთის დიდი კედელის პირველად მონახულებისას  სერბმა ლიდერმა ამ ორმხრივი კავშირის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„მსურს ავღნიშნო, რომ ჩვენ ძალიან ვაფასებთ ჩვენს მტკიცხე მეგობრობას. ჩვენ მოგვწონს ჩინელი ხალხი, გვსურს ვიხილოთ მეტი ჩინელი ტურისტი, მეტი ჩინელი ინვესტორი, მეტი ჩინელი, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ჩამოვლენ. ჩვენ ღრმად ვართ მადლიერები  ჩინეთის, იმის გამო, რომ რთულ მომენტებში ჩვენს გვერდით იდგა. ნამდვილი მეგობარი ხომ სწორედ გაჭირვებაში იცნობა. როდესაც რკინის მეგობრობაზე ვსაუბრობთ, ეს უბრალოდ სიტყვები არ არის, ეს ნამდვილად ასეა. ჩამოდით სერბეთში და ისიამოვნეთ ჩვენი სტუმართმოყვარეობით. დიდებული ადგილია. ეს დიდი კედელი კი დაუმარცხებელმა ხალხმა ააშენა, ეს ბევრს ამბობს ჩინელ ხალხზე; ბევრს გვიყვება თქვენს შეუპოვრობაზე, თანმიმდევრულობაზე, თქვენს სურვილზე, დაიცვათ თქვენი ქვეყანა, საზღვრები, სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. ამავე დროს, ეს ყოველთვის წარმოაჩენს ჩინელი ხალხის შრომისმოყვარეობასა და ერთგულებას, რასაც მე ძალიან ვაფასებ“-აღნიშნა ჩინეთის დიდი კედლის მონახულებისას ალექსანდრ ვუჩიჩმა.

ჯერჯერობით ცოტა თუა ცნობილი იმის შესახებ, თუ რაზე აპირებენ პრეზიდენტები დახურულ კარს მიღმა საუბარს. იტქვა მხოლოდ ის, რომ პრეზიდენტს სი ძინპინთან და პრემიერ-მინისტრ ლი ქიანგთან შეხვედრაზე მხარეები მოსაზრეებს გაცვლიან ორმხვირვი ურთიერთობისა და საერტაშორისო საკიტხების ტაობაზე,მიმოიხილავენ გლობალურ და რეგიონალურ საკითხებს,რომლის გარშემოც  საერთო ინტერესი აქვთ.

სერბეთისთვის ჩინეთი რიგით მეორე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, 2024 წლის შემდეგ ქვეყნებს შორის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებაც მოქმედებს.ჩინურ კომპანიებს კი მილიარდობით დოლარი აქვთ დაბანდებული სერბეთში.პეკინი ერთერთი უმსხვილესი ინვესტორიუა ენერგეტიკის, ინსტრასტრუქტურისა თუ ტრანსპორტის თვალსაზრისით, ბელგრადი კი აბრეშუმის გძის პროექტის აქტიური ბენეფიციარიც.მხარეები იმედოვნებენ რომ ურთირთობებს გააღრმავებენ ტექნოლოგიების, ბიომედიცინის,ხელოვნური ინტელექტისა თუ რობოტექნიკის მიმართულებით. ურთიერთნდობა კი ურთიერთსარგებელზე დგას. დედაქალაქები ერთმანეთს მხარს უჭერენ იმგვარ მგრძნობიარე საკიტხებსი,როგორიც ერთისთვის კოსოვოა,მეორესტის კი ტაივანი.

„2024 წელს პრეზიდენტმა ვუჩიჩმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ტაივანის საკითხზე პასუხის გასაცემად ათი წამიც ეყოფოდა: ტაივანი ჩინეთის ნაწილია. ჩინეთს შეუძლია ეროვნული გაერთიანების მიღწევა ნებისმიერი გზით და ნებისმიერ დროს. ეს თავად ჩინელი ხალხის საქმეა. ასეთი მტკიცე პასუხი ასახავს სერბეთის ურყევ მხარდაჭერას ჩინეთის ძირითადი ინტერესებისა და სუვერენული დამოუკიდებლობის მიმართ. ჩინეთისა და სერბეთის ხალხები ყოველთვის მყარად იდგნენ ისტორიის სწორ მხარეს. სწორედ ეს წარმოადგენს ორი ქვეყნის რკინისებური მეგობრობის ყველაზე მყარ საფუძველს. სახელმწიფოს მეთაურთა დიპლომატია ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა სტრატეგიული მიმართულების განსაზღვრაში. 2024 წლის მაისში პრეზიდენტმა სი ძინპინმა სერბეთში სახელმწიფო ვიზიტი განახორციელა და ახალი ეპოქა გამოაცხადა ჩინეთ-სერბეთის საერთო მომავლის მქონე საზოგადოებისთვის. ამან ნაყოფიერი შედეგებიც მოიტანა. სერბეთის პრეზიდენტის ამ ვიზიტით  შეგვიძლია ველოდოთ კიდევ უფრო ნაყოფიერ შედეგებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობაში. ჩვენი ხალხების „რკინისებური“ მეგობრობა კიდევ უფრო გაღრმავდება, ხოლო პოლიტიკური ურთიერთნდობა ახალ დონეზე ავა. ამ ვიზიტს ისტორიული მნიშვნელობა ექნება“-ამბობს ლი მინგი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი სერბეთში.

პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩის ჩინეთში ვიზიტი ბევრისთვის საეტაპო თარიღადაც კი განიხილება.ის 28 მაისს დასრულდება.

დაკავშირებული ამბები
სი ძინპინის მოწვევით პეკინს სერბეთის პრეზიდენტი ესტუმრა მსგავსებები და განსხვავებები პეკინში რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების ვიზიტებს შორის