იტალიის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ღირსშესანიშნაობას, კოლოსეუმს, ჩაუტარდა საფუძვლიანი რესატავრაცია, რომლის დროსაც გამოვლინდა თავდაპირველი სტრუქტურის ნაწილები.
არენის გარეთ, შესასვლელში, სადაც გრანდიოზული სვეტები იდგა, დამონტაჟდა ტრავერტინის ახალი მარმარილოს ბლოკები.
„თავიდანვე ჩვენი მიზანია იყო, მონუმენტის რეალური პროპორციები დაგვებრუნებინა. ეს შევძელით. აღვადგინეთ კოლოსეუმის ნამდვილი პერიმეტრი, კრეპიდინი. ასევე აღვადგინეთ ყველა თაღის, ფორნიჩის მასშტაბები, რომლებიც მიწით იყო დაფარული. ეს ყველაფერი საუკუნეების განმავლობაში ჩამალული იყო“, - ამბობს სარესტავრაციო სამუშაოების არქიტექტორი, სტეფანო ბოერი.
პროექტის ფარგლებში აღადგა კოლოსეუმის პერიმეტრი, რის შედეგად გამოჩნდა მიწის ქვეშ ჩამარხული მრავალი დეტალი.
განახლდა თავდაპირველი შესასვლელის ნუმერაცია, რომელის მეშვეობითაც დამთვალიერებელი თავის ნომერს პოულობდა.
„გვინდოდა, საზოგადოებისთვის შესასვლელი დერეფნების ზოგიერთი დაკარგული ნაწილი აღგვენდგინა, მათ შორის ფლავიუსის ამფითეატრის დერეფნის ორი მონაკვეთი, რომლებიც VI საუკუნიდან სხვადასხვა მიზეზის გამო ჩამოინგრა. მთავარი მიზეზი მაინც ის არის, რომ სწორედ ამ მონაკვეთზეა ნიადაგი ყველაზე არასტაბილური“, - ამბობს იტალიის კულტურული მემკვიდრეობის სამინისტროს წარმომადგენელი, ალფონსინა რუსო.
კოლოსეუმმა ყველაზე მეტად სწორედ ახლა დაიბრუნა თავისი პირვანდელი სახე. იტალიის ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ღირსშესანიშნაობას ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი სტუმრობს.
