კატეგორიები

ევროპაში მიაჩნიათ, რომ ირანმა ჰორმუზის სრუტეზე გადასახადების დაწესება ვერ უნდა შეძლოს

ევროპაში მიაჩნიათ, რომ ირანმა ჰორმუზის სრუტეზე გადასახადების დაწესება ვერ უნდა შეძლოს
Copyright AP
ევროპაში აშშ-სა და ირანს შორის მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელიც ჰორმუზის სრუტის გახსნასაც მოიცავს, მიესალმებიან. თუმცა ევროპელ ლიდერებს გარკვეული კითხვები აქვთ რამდენად შეძლებენ სატვირთო გემები სრუტეში გავლას. 

ჰორმუზის სრუტე სრულად გახსნილი ჯერ კიდევ არ არის და ასობით გემი სტუტეში გავლის ნებართვას ირანისგან კლავ ელოდება. ვაჭრობის მონაცემებისა და ანალიტიკური პლატფორმა Kpler-ის ცნობებით, ცეცხლის ორკვირიან შეწყვეტის პირველ დღეს, ჰორმუზის სრუტეში მხოლოდ ოთხმა გემმა გაიარა.

ირანული მხარე ამტკიცებს, რომ შეთანხმების ფარგლებში ირანს უფლება აქვს ნებისმიერ სატვირთო გემს, რომელსაც სრუტეში გასვლა სურს გადასახადი დაუწესოს. ამ პოზიციას კი ევროპასა და აშშ-ში არ ემხრობიან.

იტალიის პრემიერ-მინისტრს ჯორჯა მელონის სჯერა, რომ ჰორმუზის სრუტეში ირანის მიერ დაწესებულ ნებისმიერ გადასახადს არაპროგნოზირებადი ეკონომიკური შედეგები შეიძლება მოჰყვეს,

შესაბამისად სრუტეში თავისუფალი გადაადგილება უნდა აღდგეს. ასევე, იტალიის პრემიერ-მინისტრს მიაჩნია, რომ თუ ირანში კრიზისი გაღრმავდება, ევროკავშირმა სტაბილურობისა და ზრდის პაქტის დროებით შეჩერება უნდა განიხილოს, როგრც ეს COVID-ის მიერ გამოწვეული პანდემიისას მოხდა.

„ეს შეთანხმების ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ საკითხად რჩება, რადგან თუ ირანი მოიპოვებს უფლებას სრუტეში ტრანზიდებზე დამატებითი გადასახადები დააწესოს, ამან შეიძლება გამოიწვიოს ნეგატიური ეკონომიკური შედეგები და სავაჭრო ნაკადების ცვლილებები. მათი პროგნოზირება კი ამ ეტაპზე შეუძლებელია. შესაბამისად, იტალიის, ასევე მისი ევროპელი და დასავლელი პარტნიორების ინტერესშია, რომ ნავიგაციის თავისუფლება სრულად იმ პირობებით აღდგეს, რომლებიც 28 თებერვლამდე არსებობდა, რათა დარეგულირდეს არსებული დაძაბული ვითარება ენერგეტიკის, კრიტიკული ნედლეულის, სასუქებისა და სხვა ჩვენი ეკონომიკისთვის აუცილებელი პროდუქტების ბაზრებზე“, - განაცხადა ჯორჯია მელონიმ.

იტალიის პოზიციას იზიარებს დიდი ბრიტანეთიც. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ივეტ კუპერმაგანაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე რაც შეიძლება მალე უნდა გახსნას და გადაადგულება თავისუფალი უნდა იყოს.

„გვსურს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გაგრძელდეს. კონფლიქტის დაბრუნება არ გვსურს. უმნიშვნელოვანესია, რომ ჰორმუზის სრუტე ხელახლა გაიხსნას, რადგან ეს გადამწყვეტია გლობალური ეკონომიკისთვის და ქვეყანაში ცხოვრების ხარჯების შემცირებისთვის. არცერთ ქვეყანას არ უნდა მიეცეს უფლება, ხელში ჩაიგდოს ეს საერთაშორისო საზღვაო მარშრუტები, რომლებიც გავლენას ახდენს მთელ მსოფლიოსა და მთელი მსოფლიოს ეკონომიკაზე“. - განაცხადა ივეტ კუპერმა.

ირანის მთავრობის განცხადებით ყოველ სატვირთო გემზე, რომელიც სრუტეში გაივლის, დაახლოებით 2 მილიონი დოლარის ოდნებოს გადასახადს დაუწესებს. თუმცა,

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ნაწილი არ ყოფილა. მხარეები პარასკევს 10 აპრილს ერთმანეთს ისალამაბადში შეხვდებიან, სადაც მოლაპარაკებებს გამართავენ.

დაკავშირებული ამბები
ევროპაში მიაჩნიათ, რომ ირანმა ჰორმუზის სრუტეზე გადასახადების დაწესება ვერ უნდა შეძლოს ისრაელის მასირებულ იერიშებს ლიბანზე სულ მცირე 182 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა