კატეგორიები

ამერიკელი მსახიობის მეთიუ პერის საქმეზე ნარკომოვაჭრე „კეტამინის დედოფალი“ დაიჭირეს

ამერიკელი მსახიობის მეთიუ პერის საქმეზე  ნარკომოვაჭრე „კეტამინის დედოფალი“ დაიჭირეს
Copyright AP
დაიჭირეს ნარკოტიკებით მოვაჭრე ქალი, რომელმაც ცნობილ ამერიკელ მსახიობს მეთიუ პერის ნარკოტიკული საშუალება - კეტამინი მიყიდა, რამაც საბოლოოდ მისი სიცოცხლე იმსხვერპლა. სასამართლომ ჯასვინს სანგჰას, რომელიც კეტამინის დედოფლად არის ცნობილი, 15 წლით პატიმრობა მიუსაჯა. მეთიუ პერი 2023 წელს 54 წლის ასაკში ნარკოტიკის ზედმეტი დოზის მიღების გამო გარდაიცვალა.

ამერიკული სიტკომის „მეგობრების“ მსახიობის საქმეზე კეტამინის დედოფალი 5 ბრალდებულიდან მესამეა, რომელიც დააკავეს. ბრალდებულებმა კეტამინით ვაჭრობა აღიარეს, თუმცა ჯასვინ სანგჰა ერთადერთია, რომელმაც განაცხადა, რომ მსახიობი სწორედ მის მიერ მიყიდული ნარკოტიკით გარდაიცვალა.

სასამართლო სხდომას ესწრებოდნენ მსახიობის დედა, სიუზან მორისონი, და მისი მამინაცვალი, ცნობილი ჟურნალისტი კიტ მორისონი. მათ მოსამართლეს მოსთოვეს, რომ ბრალდებულისთვის პატიმრობის მაქსიმალური ვადა განესაზღვრა.

მეთიუ პერი, რომელიც 1990-იანი და 2000-იანი წლების ყველასთვის ცნობილ  სერიალში  ჩენდლერ ბინგის როლს ასრულებდა, სასმელსა და ნარკოტიებზე დამოკიდებულების პრობლემას ათწლეულების განმავლობაში ებრძოდა.

დაკავშირებული ამბები
ამერიკელი მსახიობის მეთიუ პერის საქმეზე ნარკომოვაჭრე „კეტამინის დედოფალი“ დაიჭირეს „დრამა“ – 2026 წლის იდეალური ფილმი პაემნის დროს