კატეგორიები

პარიზის კატაკომბები დამთვალიერებლებისთვის კვლავ გაიხსნა

პარიზის კატაკომბები დამთვალიერებლებისთვის კვლავ გაიხსნა
პარიზის ხმაურიანი და ცოცხალი ბულვარების ქვეშ იდუმალებით სავსე სამყარო იმალება. ზედაპირიდან ოცი მეტრის სიღრმეში, 300-კილომეტრიანი კატაკომბები სარესტავრაციო სამუშაოების შემდეგ დამთვალიერებლებისთვის კვლავ გაიხსნა. კატაკომბები მხოლოდ მიწისქვეშა ლაბირინთები არ არის, ის შთამბეჭდავ ისტორიებსაც ინახავს.

საუკუნეების განმავლობაში აქ მილიონობით პარიზელის, როგორც უცნობი რევოლუციონრების, ისე ისტორიული პირების ცხედარს  ასვენებდნენ. სწორედ კატაკომბებში, კირქვაშია, დედაქალაქის სული გაყინული.

„აქ X-დან XVIII საუკუნემდე გარდაცვლილი პარიზელების ნეშტებია. ზუსტი რაოდენობა არ ვიცით, თუმცა მილიონობით რომ არის, ცხადია. ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, ეს ადგილი შევინარჩუნოთ.  ამისთვის საჭირო გახდა სარეაბილიტაციო და სხვა სამუშაოების ჩატარება, ტექნიკური ინფრასტრუქტურის, ვენტილაციის, განათებისა და ელექტროობის თვალსაზრისიღთ“, - ამბობს პარიზის კატაკომბების დირექტორი, იზაბელ კნაფუ.

კატაკომბები მაღალი ტენიანობის გამო ზიანდება. კატაკომბების არქიტექტურის სრულად აღდგენის მიზნით ბარძაყის ძვლებისა და თავის ქალების ნაწილს შესაბამისი რესტავრაცია ჩაუტარდათ. რამდენიმეთვიან ინტენსიურ სარესტავრაციო სამუშაოებზე Artemis Architectes-ის ჯგუფი მუშაობდა.

„ყველა სამუშაოს დასრულება სულ რაღაც ხუთ თვეში მოგვიწია, მიუხედავად იმისა, რომ წვდომაც შეზღუდული იყო. გვყავდნენ ქვისმთლელები, ელექტრიკოსები. ხუთი თვის განმავლობაში მთელი გუნდი ერთად მუშაობდა მიწისქვეშ. ტემპიც საკმაოდ  სპეციფიკური იყო“, - ამბობს Artemis Architectes-ის მმართველი დირექტორი, კამილ გერემი.

მასშტაბური სამუშაოების შემდეგ პარიზის კატაკომბები დამთვალიერებლისთვის კვლავ გაიხსნა, ვიზიტორებს აქ გაუმჯობესებული გარემო და რესტავრირებული დეტალები დახვდებათ.

დაკავშირებული ამბები
პარიზის კატაკომბები დამთვალიერებლებისთვის კვლავ გაიხსნა საფრანგეთის თვითმმართველობის არჩევნები როგორც წინასწარი სამზადისი საპრეზიდენტო რბოლამდე