კატეგორიები

ირანმა და ლიბანმა ისრაელის ცენტრალურ, სამხრეთ და ჩრდილოეთ ნაწილებზე იერიში მიიტანა

ირანმა და ლიბანმა ისრაელის ცენტრალურ, სამხრეთ და ჩრდილოეთ ნაწილებზე იერიში მიიტანა
Copyright AP
ისრაელის სხვადასხვა რეგიონში ვითარება კვლავ დაძაბულია. ირანის მიერ მიტანილი სარაკეტო იერიშების შედეგად ქვეყნის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილებში დაზიანდა ინფრასტრუქტურა.

ისრაელის სამხედროების ინფორმაციით, ირანმა რამდენიმე რაკეტა გაუშვა, მათ შორის ერთ-ერთი სამხრეთ ქალაქ ეილათის მიმართულებით. თავდასხმა იყო ისრაელის ცენტრალურ ნაწილზეც, რის შემდეგაც  სხვადასხვა ადგილას დაუყოვნებლივ გაგზავნეს საგანგებო სამსახურების წარმომადგნლები. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

7 აპრილს ისრაელზე ლიბანმა მიიტანა იერიში. ,,ჰეზბოლას“ სარაკეტო იერიშისას ქალაქ ნახარიაში ახალგაზრდა ქალი მსუბუქად დაშავდა. იგი დროულად გადაიყვანეს საავადმყოფოში.

სამედიცინო და სახანძრო სამსახურების ცნობით, ერთ-ერთ საცხოვრებელ ქუჩაზე რაკეტის ჩამოვარდნის შედეგად რამდენიმე ავტომობილი დაიწვა, დაზიანდა შენობები.

დღის განმავლობაში განგაშის სირენები რამდენჯერმე ჩაირთო ლიბანის საზღვართან მდებარე დასახლებებშიც, რაც უსაფრთხოების მდგომარეობის  გაუარესებაზე მიუთითებს.

დაკავშირებული ამბები
ირანმა და ლიბანმა ისრაელის ცენტრალურ, სამხრეთ და ჩრდილოეთ ნაწილებზე იერიში მიიტანა იერუსალიმში, წმინდა საფლავის ეკლესიაში მსახურება მორწმუნეების გარეშე ჩატარდა