ფილმში „დრამა“ წყვილის ურთიერთობა წინასაქორწილო თამაშისას ფუჭდება. თამაშისას „რა არის ყველაზე ცუდი რამ, რაც ოდესმე გაგიკეთებია“, გამოაშკარავდება პერსონაჟის ემა ჰარვუდის სკოლის დროინდელი საიდუმლო, რაც მთავარ გმირებს შორის ურთიერთობას დაძაბავს.
ფილმში მთავარ როლებს ზენდეია და რობერტ პატინსონი ასრულებენ.
ნორვეგიელი რეჟისორის კრისტოფერ ბორგლის ირონიული რომანტიული კომედია სვამს კითხვას - რამდენად კარგად ვიცნობთ ჩვენს პარტნიორებს.
„დრამა“ მრავალშრიანი, იუმორით სავსე რომანტიული კომედიაა, რომელიც დახვეწილ სატირაში გადადის. ეს ისეთი ფილმია, რომლის განხილვაც ყველასთან მოგინდებათ. ეს იდეალური ფილმია, რომელსაც შეგიძლია, პაემნის დროს უყურო და „დრამა“ ყველაზე არაკომფორტული კომედიაა, რომელსაც, წელს ნახავთ“, - წერს Euronews Culture-ის ჟურნალისტი დევიდ მურიკვანდი.
