კატეგორიები

რუსეთის იერიშს ოდესაზე სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

რუსეთის იერიშს ოდესაზე სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
Copyright AP
რუსეთის უკრაინის შავი ზღვის საპორტო ქალაქ ოდესაზე იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვის. ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს.

ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ კიპერის განცხადებით, დაღუპულებს შორის ორი ქალი და ორი წლის ბავშვია.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, თავდასხმის შედეგად დაშავდა 15 ადამიანი. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებებში არიან გადაყვანილი და შესაბამისი დახმარება უტარდებათ.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულმა მაშველებმა ნანგრევებიდან ოთხი ადამიანის ამოყვანა შეძლეს. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა.

იერიშის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, ადმინისტრაციული შენობები და ქალაქის ინფრასტრუქტურა.

უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, ოდესა ერთ-ერთ მნიშვნელოვან სტრატეგიულ ქალაქად რჩება, რომელიც არაერთხელ გამხდარა რუსული იერიშების სამიზნე.

დაკავშირებული ამბები
ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრება შესაძლოა ტერიტორიის დათმობაზე იყოს დამოკიდებული ჩერნობილის ტრაგედიიდან 40 წლის შემდეგ, ჩერნობილს „ლიკვიდატორთ“ა ჯგუფი ეწვია