კატეგორიები

კულტურული ღონისძიებების დაიჯესტი: სად ღირს წასვლა გასართობად, ან რისი ნახვა და მოსმენა შეგიძლიათ ევროპაში ამ კვირაში

კულტურული ღონისძიებების დაიჯესტი: სად ღირს წასვლა გასართობად, ან რისი ნახვა და მოსმენა შეგიძლიათ ევროპაში ამ კვირაში
Copyright Euronews
კულტურული ცხოვრებისა და გართობის მოყვარულთ ამ კვირაში ელოდებათ ზენდეია, რომელიც მოზარდების საყვარელი დრამატული სერიალის „ეიფორიის“ მესამე სეზონით ბრუნდება. საფრანგეთში კი ფრენსის ბეკონის ბოლო ნამუშევრების გამოფენა გაიმართება  - აი, რას უნდა მიაქციოთ ყველაზე მეტი ყურადღება მიმდინარე კვირას.

და, აი, ისევ დავბრუნდით რეკომენდაციებით. მიმდინარე კვირა გამორჩეულია ახალი ტელესერიალებით, რომელთა შორისაც არის HBO-ს ტელესერიალი „ეიფორია“ და Disney +-ის „აღთქმები“ (Testaments), თუმცა გარეთ აუცილებლად გაგიტყუებთ ისეთი გამოფენები, რომლებზეც გამოფენილია ფრენსის ბეკონისა და ვერონიკა რაიანის ნამუშევრები, ასევე  ქორეოგრაფ პინა ბაუშის ცნობილი ბალეტი  -  'Kontakthof'.

გამოფენები

პარიზში გაგოსიანის (Gagosian) თანამედროვე ხელოვნების გალერეა 11 აპრილიდან 30 მაისის ჩათვლით უმასპინძლებს ფრენსის ბეკონის პორტრეტებს, რომელთაც მრავალ ხელოვანზე იქონიეს გავლენა, თავად ბეკონის შთაგონების წყარო კი პარიზი იყო, სადაც მხატვარი სიცოცხლის ბოლო წლებში გადავიდა საცხოვრებლად. სწორედ ამ პერიოდის ნამუშევრები იქნება გამოფენაზე წარმოდგენილი.

ლონდონის Whitechapel Gallery-ში 14 ივნისამდე გაგრძელდება ბრიტანელი ხელოვანის ვერონიკა რაიანის  გამოფენა -  „Multiple Conversations“. უილიამ ტერნერის ჯილდოს მფლობელი ეს ხელოვანი გამორჩეულია თავისი აბტრაქტული ინსტალაციებით, რომელთაც ბუნებრივი მასალებისგან ქმნის, იქნება ეს ბრინჯაო თუ მუყაოს ქაღალდი.

ლონდონის სამეფო გალერეაში (King’s Gallery) კი 10 აპირლს გაიხსნება  გამოფენა, სახელწოდებით „დედოფალი ელისაბედ II: მისი ცხოვრების სტილი“ ( ‘Queen Elizabeth II: Her Life in Style’), რომელიც 8 ოქტომბრამდე მიიღებს მნახველებს.

ღონისძიბები

პინა ბაუშის 1978 წელს დადგმული ბალეტი 'Kontakthof'-ი დღემდე რჩება ამ ხელოვანის ერთ-ერთ ლეგენდარულ ნამუშევრად. ბალეტის სახელწოდება მიახლოებით ითარგმნება, როგორც „კონტაქტების ეზო“ და იგი ადამიანური ურთიერთოების დელიკატურ ნიუანსებს ასახავს. მისი პრემიერიდან თითქმის 50 წლის შემდეგ ლონდონის „სადლერს ველსის“ თეატრში ( Sadler's Wells Theatre)  7-11 აპრილს კიდევ ერთხელ გაიმართება ეს წარმოდგენა, რომელსაც ამჟამად ქორეოგრაფი მერილ ტანკარდი დადგამს. მერილი თავად ცეკვავდა ამ ბალეტის თავადპირველ ვერსიაში და ახლა მისეულ დადგმაში კიდევ ცხრა ძველი მოცეკვავე მიიღებს მონაწილეობას.

პარიზის „გრან პალეში“ (Grand Palais) 9-12 აპრილს გაიმართება Art Paris-ი, ხელოვნების ერთ-ერთი წამყვანი გამოფენა-გაყიდვა ევროპაში.

ფილმები

დიდი ბრიტანეთის კინოთეატრებსა და MUBI-ის პლატფორმებზე 10 აპრილიდან გავა  ჯიმ ჯარმუშის ახალი დრამა „მამა, დედა, და, ძმა“ (Father Mother Sister Brother), რომელმაც გასულ წელს ვენეციის კინოფესტივალის მთავარი პრიზი „ოქროს ლომი“ მიიღო.

10 აპრილიდან შერჩეულ კინოთეატრებში გავა ახალი ფილმი  California Schemin', რომელსაც საფუძვლად შოტლანდიური ჰიპ-ჰოპის ჟანრის ბენდის Silibil N' Brains-ის ნამდვილი ამბავი უდევს.

ტელესერიალები

HBO Max-ზე 12 აპრილიდან დაიწყება ტელესერიალ „ეიფორიის“ მესამე სეზონი, რომელიც მოზარდების გარდატეხის ასაკის პრობლემებს ეხება და რომელიც წინა სეზონის ბოლო სერიიდან 5 წლის შემდეგ მომხდარ მოვლენებს მოგვითხრობს. მთავარ როლებში ისევ იქნებიან ზენდეია, სიდნი სვინი და ჯეიკობ ელორდი.

ერთ-ერთი საყვარელი ტელეკომედიის „მალკოლმი ყურადღების ცენტრში“ (Malcolm in the Middle) ბოლო სერიის გამოსვლიდან  20 წლის შემდეგ კი 10 აპრილიდან პლატფორმაზე Disney+  დაიწყება მისი შემდეგი სეზონი, სახელწოდებით „ცხოვრება ისევ უსამართლოა“  (‘Life's Still Unfair’). Disney+-ის პლატფორმაზე 8 აპრილიდან დაიწყება ასევე ახალი სერიალი „აღთქმები“ ( The Testaments), რომელიც პოპულარული ტელესერიალის „მხევლის წიგნის“ (The Handmaid's Tale) გაგრძელებაა.

მუსიკა

სოცმედიის ეპოქაში, როდესაც უსასრულოდ აქვეყნებენ და აზიარებენ ინფორმაციას, როკჯგუფი WU LYF (World Unite Lucifer Youth Foundation) საკმაოდ ანომალიურ მოვლენას წარმოადგენს. მას შემდეგ, რაც 2008 წელს პირველად  მიიქცია ყურადღება, ბენდის წევრები უარს ამბობდნენ ინტერვიუებზე და მხოლოდ ერთი ალბომი გამოუშვეს - 'Go Tell Fire to the Mountain', 2012 წელს კი ბენდი დაიშალა. გასულ წელს ბენდი ისევ აღდგა, თუმცა სოციალური მედიისგან თავი ისევ შორს ეჭირა და ახლა 10 აპრილს გამოვა მათი ახალი ალბომი „A Wave That Will Never Break“. ეს ალბომი ბენდის L Y F პლატფორმაზე გავა.

10 აპრილს ასევე გამოვა ინდი-როკის ჟანრის მომღერლის მეი სემონესის მეორე სტუდიური ალბომი ‘Kurage’.

ავტორი: ამბერ ლუის ბრაისი

დაკავშირებული ამბები
კულტურული ღონისძიებების დაიჯესტი: სად ღირს წასვლა გასართობად, ან რისი ნახვა და მოსმენა შეგიძლიათ ევროპაში ამ კვირაში კულტურული ღონისძიებების დაიჯესტი: სად ღირს წასვლა გასართობად, ან რისი ნახვა და მოსმენა შეგიძლიათ ევროპაში ამ კვირაში