კატეგორიები

ისრაელის საჰაერო იერიშს ბეირუთზე 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ისრაელის საჰაერო იერიშს ბეირუთზე 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
Abbas Fakih/AFP
ისრაელის ავიაიერიშის შემდეგ ბეირუთის სამხრეთ რაიონში მაშველები და ადგილობრივები ნანგრევებში დაკარგულთა ძებნას აგრძელებენ. დანგრეულ ქუჩაზე მძიმე ტექნიკა მუშაობს.

ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იერიშის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი სუდანის მოქალაქე და 15 წლის გოგო. დაშავებულია 50-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის რვა ბავშვი. ლიბანის ცნობით, ისრაელმა ლიბანზე იერიში გაფრთხილების გარეშე მიიტანა.

ადგილობრივების თქმით, იმ ადგილზე, სადაც ახლა ნანგრევებია, ადრე სამი საცხოვრებელი შენობა იდგა.

ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ კვირას ბეირუთში „ჰეზბოლას“ ინფრასტრუქტურაზე მიიტანეს იერიში, თუმცა რაიონში განხორციელებული დარტყმების შესახებ დეტალურად არ უსაუბრიათ.

ბოლო მონაცემებით, ლიბანში კონფლიქტს უკვე 1400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, იძულებით გადაადგილებულია მილიონზე მეტი ადამიანი. ამავდროულად, „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციების დროს 11 ისრაელელი სამხედრო დაიღუპა.

დაკავშირებული ამბები
ისრაელის საჰაერო იერიშს ბეირუთზე 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ისრაელმა ბეირუთზე იერიში მიიტანა