კატეგორიები

ირანმა ისრაელზე საჰაერო იერიში მიიტანა - არიან დაშავებულები

ირანმა ისრაელზე საჰაერო იერიში  მიიტანა - არიან დაშავებულები
Copyright AP
ისრაელსა და ირანს შორის ვითარება კვლავ დაძაბულია. ირანმა ისრაელზე  სარაკეტო იერიში გამთენიისას   მიიტანა.

ისრაელის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ირანული რაკეტების სამიზნე ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში რამდენიმე ობიექტი იყო. საგანგებო სამსახურმა დაადასტურა, რომ დაშავებულია ორი ადამიანი, რომელთაც ადგილზე გაუწიეს სამედიცინო დახმარება.

ამავდროულად,  ირანმა გასულ ღამეს იერიში მიიტანა ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილზე, ქალაქ ჰაიფაზე. გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს საცხოვრებელ უბანში გაჩენილი ხანძარი და დაზიანებული ავტომობილები

ისრაელის სამაშველო სამსახურების ინფორმაციით, წინა დღის იერიშის შედეგად ნანგრევებში კვლავ რჩება ორი ადამიანი, ჯერჯერობით უცნობია, ცოცხლები არიან ისინი თუ არა. მაშველები ჩრდილოეთ ისრაელში ეძებენ კიდევ სამ დაკარგულს, რომლებთანაც კონტაქტი ირანის იერიშის შემდეგ გაწყდა.

მედიკოსების განცხადებით, ადგილზე მისულმა ბრიგადებმა ნანგრევებში მოყოლილი ადამიანები გამოიყვანეს.   მძიმე მდგომარეობაშია ერთი  ასაკოვანი მამაკაცი,  სამი კი მსუბუქადაა  დაშავებული, მათ შორის ერთი ჩვილია.

ირანის მიერ მიტანილი იერიშის შედეგად ქალაქ ჰაიფაში მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი თითქმის სრულად ჩამოინგრა.

მიუხედავად საერთაშორისო მცდელობისა, ისრაელსა და ირანს შორის ჯერჯერობით არ ჩანს დეესკალაციის ნიშნები.

დაკავშირებული ამბები
ჩამოგდებული ამერიკული თვითმფრინავის პილოტი ნაპოვნია ირანმა ისრაელზე საჰაერო იერიში მიიტანა - არიან დაშავებულები