კატეგორიები

გერმანიის სოფელ ფელდჰაიმში ადგილობრივები ენერგიას განახლებადი წყაროებიდან გამოიმუშავებენ

გერმანიის სოფელ ფელდჰაიმში ადგილობრივები ენერგიას განახლებადი წყაროებიდან გამოიმუშავებენ
Copyright Euronews
ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობაა.  მსოფლიოში ენერგორესურსებზე ფასები იზრდება, თუმცა  ერთ-ერთ პატარა გერმანულ სოფელში ომის შედეგები დიდად არ იგრძნობა. 

ფელდჰაიმში ადგილობრივი მცხოვრებლები მთელ ენერგიას განახლებადი წყაროებიდან გამოიმუშავებენ. აქ სახლები ქარისა და მზის ენერგიაზე მუშაობს, ხოლო გათბობა ადგილობრივი ბიოგაზის სისტემიდან მოდის.

„ეს ჩვენი ახალი გათბობის სისტემაა. სითბოს ბიოგაზის სადგურიდან ვიღებთ. სოფელში ცხელი წყლის მილები დავამონტაჟეთ. სამი კილომეტრის სიგრძის მილსადენი გავიყვანეთ. ეს მილსადენი აქ გადის და მთელ ჩვენს სახლს ამარაგებს. აქ კი ჩვენი ახალი დამცავი ყუთია ქარის ელექტროსადგურიდან მოწოდებული ელექტროენერგიისთვის“. - აცხადებს ფელდჰაიმის მკვიდრი, პეტრა რიხტერი.

სისტემა 10 წელზე მეტია  წარმატებით მუშაობს და აერთიანებს მრავალ განახლებად წყაროს დაგროვებისა და შენახვის საშუალებით, რათა უზრუნველყოს სტაბილური მიწოდება.

„ჩვენ გვაქვს ან ქარი, ან მზე, ან ბიომასა, ან ხის ნაფოტები, ან საცავის ობიექტი. ჩვენ მოვახერხეთ პრაქტიკულად ყველა კომპონენტის გაერთიანება, რომლებსაც ამ მცირე მასშტაბის საპილოტე ობიექტზე განვიხილავთ. ამით უზრუნველყოფილია ელექტროენერგიისა და სითბოს უსაფრთხო მიწოდება. ამას ათ წელზე მეტია ვაკეთებთ“. - აცხადებს ფელდჰაიმის მერი, მიხაელ კნაპე.

აქაური მცხოვრებლებისთვის ყველაზე დიდი სარგებელი სტაბილურობაა პრობლემური ენერგეტიკული ბაზრების სამყაროში.

„მოკლედ, ჩვენ ნამდვილად არ ვნერვიულობთ როდესაც საქმე ელექტროენერგიის ფასებს ეხება, რადგან ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა,  რა ხდება მსოფლიოში. ელექტროენერგიას ჩვენ ვიღებთ ქარისგან, რომელიც უფასოა.“ - აცხადებს ფელდჰაიმის მერი, მიხაელ კნაპე.

იმ დროს, როდესაც ქვეყნები ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევას ცდილობენ, ეს პატარა სოფელი გვიქმნის წარმოდგენას, თუ როგორი შეიძლება იყოს განახლებადი ენერგიის მომავალი.

დაკავშირებული ამბები
გერმანიის სოფელ ფელდჰაიმში ადგილობრივები ენერგიას განახლებადი წყაროებიდან გამოიმუშავებენ გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ჩინეთში ვიზიტს განაგრძობს