კატეგორიები

ტყვეობაში მცხოვრები ყველაზე ხანდაზმული გორილა სახელად ფატუ, 69 წლის გახდა

ტყვეობაში მცხოვრები ყველაზე ხანდაზმული გორილა სახელად ფატუ, 69 წლის გახდა
Copyright AP
ტყვეობაში მცხოვრები ფატუ ყველაზე ხანდაზმული გორილაა. 13 აპრილს ბერლინის ზოოპარკში  მისი 69-ე დაბადების დღე ნადიმით აღნიშნეს და მას  ჩერი პომიდვრით, ჭარხლით, პრასითა და სალათის ფურცლებით გაუმასპინძლდნენ. თუმცა დაბადების დღეზე არ იყო ტორტი, რადგან შაქარი არ არის მარგებელი დაბერებული ძუძუმწოვრისთვის.

დასავლეთის დაბლობში დაბადებული გორილა 1959 წელს ჩაიყვანეს, ბერლინში. ის მაშინ დააახლოებით ორი წლის იქნებოდა. მისი დაბადების ზუსტი თარიღი უცნობია, ამიტომ მას 13 აპრილს აღნიშნავენ.

„დღეს ფატუს დაბადების დღეს ვზეიმობთ. ეს განსაკუთრებული დღეა, რადგან ის 69 წლის გახდა. ეს არაჩვეულებრივი ასაკია გორილისთვის. დიახ, ჩვენ აქ დაბადების დღის პატარა კალათა დავამზადეთ. მასში შედის ცოტა სალათა და ასევე ჭარხალი,  პომიდორი ჩერი და ნიახურის პატარა ჩხირები.  ყველაფერი ვეგეტარიანულია, რა თქმა უნდა, მენიშუში არ იყო ხილი. რადგან ხილი არ არის ჯანსაღი საკვები მაიმუნებისთვის.  ცოტათი მაინც ისიამოვნა.  ვფიქრობ, ალბათ ყველაზე მეტად პომიდორი ჩერი მოსწონს და უკვე არჩევს მათ კალათიდან.“ - განაცხადა ზოოპარკის პრიმატების ზედამხედველმა, კრისტიან აუსტმა.

გორილები ველურ ბუნებაში დაახლოებით 35-40 წელიწადს ცოცხლობენ, ტყვეობაში კი უფრო დიდხანს.

ფატუ ზოოპარკის ყველაზე ხანდაზმული ბინადარი 2024 წელს გახდა ფლამინგო ინგოს სიკვდილის შემდეგ.

ფრინველი, სავარაუდოდ, მინიმუმ 75 წლის იყო და ზოოპარკში 1955 წლიდან ცხოვრობდა.

„აღსანიშნავი ის არის, რომ მან არა მხოლოდ გადააჭარბა მაქსიმალურ ასაკს, არამედ ის ოფიციალურად შეყვანილია გინესის რეკორდების წიგნში. მე არც ვიცი სხვა გორილა, ამდენ ხანს რომ ეცოცხლა. ის მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული გორილაა“. - განაცხადა ზოოპარკის პრიმატების ზედამხედველმა, კრისტიან აუსტმა.

ფატუ, სავარაუდოდ, დასავლეთ აფრიკაში, ველურ ბუნებაში დაიბადა, თუმცა, გინესის რეკორდების წიგნისა და ლეგენდის მიხედვით, ფრანგმა მეზღვაურმა ის საფრანგეთის ქალაქ მარსელში ჩაიყვანა და ერთ-ერთ ბარში ცხოველის სანაცვლოდ ვალი გადაიხადა.

როგორც ამბობენ, შემდეგ ცხოველებით მოვაჭრემ ის ზოოპარკს მიჰყიდა.

ამჟამად ფატუ ცალკე ვოლიერში ცხოვრობს. მას ურჩევნია,  ზოოპარკის სხვა გორილებისგან დისტანცია დაიცვას. მას უკვე აღარ აქვს კბილები, დაქვეითებული აქვს სმენა,  აწუხებს ართრიტი.

ბერლინის ზოოპარკის პრიმატების ზედამხედველი, კრისტიან აუსტი, ამბობს, რომ ის ზოოპარკის მომვლელებთან მეგობრულია, თუმცა არც სიჯიუტეს უჩივის.

69 წლის ასაკში კი მას ყველაფერი ეპატიება. იმედია, ფატოუ კიდევ გააუმჯობესებს რეკორდს.

დაკავშირებული ამბები
ექსპერტებმა წყალმარჩხ ადგილას გაჭედილი კუზა ვეშაპის გადასარჩენად ახალი გეგმა შეიმუშავეს ტყვეობაში მცხოვრები ყველაზე ხანდაზმული გორილა სახელად ფატუ, 69 წლის გახდა