კატეგორიები

ევროპა მრავალჯერადი კოსმოსური რაკეტების ტექნოლოგიებში დაწინაურდა

ევროპა მრავალჯერადი კოსმოსური რაკეტების ტექნოლოგიებში დაწინაურდა
Copyright Euronews
საფრანგეთის ქალაქ ვერნონში, ნორმანდიაში, კომპანია MaiaSpace-ის ინჟინრები პირველი ევროპული მრავალჯერადი მინირაკეტის გამშვების შექმნაზე მუშაობენ. დღესდღეობით ეს დანადგარი  ამ ტიპის ყველაზე მაღალტექნოლოგიური პროექტია ევროპაში.

აღნიშნული პროექტი სწორედ ამ მიდგომის საფუძველზე ვითარდება, რომელსაც  „სცადე და ისწავლეს“ უწოდებენ. ამავე მიდგომის დახმარებით აპირებს ArianeGroup-ი,  კოსმოსის ინდუსტრიის ევროპული გიგანტების  Airbus-ისა და Safran-ის ერთიანი საწარმოს ფილიალი, რომ თავისი  რაკეტა 5 წელიწადში შექმნას, მაშინ, როცა ტრადიციულად ამ პროცესს 10-15 წელი სჭირდება.

ფიზიკის მეცნიერებათა დოქტორი და სამეცნიერო კომუნიკაციების ექსპერტირაფაელ შევერიე MaiaSpace-ის პრესმდივანია.

„MaiaSpace-ის საამქროში პროტოტიპების ქარხანაში ვქმნით და ვაწყობთ Maya-ს რაკეტის გამშვები დანადგარის სხვადასხვა ქვესისტემის პროტოტიპებს. რაკეტის პირველი საფეხურის მზა პროტოტიპი, დაახლოებით ოცდაათი მეტრის სიგრძისაა და ცოტა უფრო ზემოთ განთავსებულია რაკეტის მეორე საფეხურის სისტემა“.

სწორედ ამ პირველი საფეხურის სისტემას გამოიყენებენ რამდენჯერმე, როგორც ამას უკვე დაახლოებით ათი წელია აკეთებს ილონ მასკის  SpaceX. Maia-ს დახმარებით ევროპა  ცდილობს, მას დაეწიოს.

„ევროპას აქამდე არ გააჩნდა მრავალჯერადი  ვერტიკალური აფრენა-დაფრენის ტექნოლოგია, ამიტომ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც კომპანია გააერთიანებს ასეთი ტიპის ტექნოლოგიებს და გზას გახსნის უფრო მძიმე წონის  ევროპული  რაკეტების ტექნოლოგიის განვითარებისკენ“, -განმარტავს რაფაელ შევერიე.

Maya-ს პლატფორმის გამოყენება სულ მცირე 4-ჯერ იქნება შესაძლებელი. რაკეტის პირველი საფეხურის სისტემის ხელახლა გამოყენების წყალობით ხარჯი შემცირდება და  კონკურენტუნარიანობა მოიმატებს. მაია  4 ტონამდე წონის თანაგზავრის გატანას შეძლებს დედამიწის ქვედა ორბიტაზე. ეს კი მცირე თანამგზავრების ბაზრის სწრაფი ზრდის საშუალებას იძლევა, რომლებსაც, როგორც წესი, დედამიწაზე დაკვირვებისა და კომუნიკაციებისთვის იყენებენ.

„ეს ერთგვარი კოსმოსური „ტაქსია“, რადგან ჩვენ შევძლებთ უფრო მსუბუქი ტვირთის გაშვებას, მძიმეწონიანი თანამგზავრების გადამტან რაკეტებთან შედარებით, რომლებსაც კოსმოსის ავტობუსებს უწოდებენ. MaiaSpace-ის მიზანია, ტაქსის მომსახურება ავტობუსის ბილეთის ფასად შესთავაზოს მომხმარებელს“, - ამბობს შევერიე.

მრავალჯერადი გამოყენების ევროპული მინისარაკეტო გამშვები პლატფორმის შემუშავება მხოლოდ ტექნოლოგიის საკითხი არ არის. ეს მოდელი ევროპული კოსმოსური სექტორის ეკონომიკის რევოლუციასაც გულისხმობს.

იოჰან ლეროი, MaiaSpace-ის ხელმძღანელი:

„კოსმოსური ინდუსტრია ტრანსფორმაციას განიცდის, რაც ძირითადად ტექნოლოგიური ცვლილებებით არის განპირობებული. ჩვენ გარკვეულ  ტექნოლოგიებს ვაქუცმაცებთ და ხარჯს საგრძნობლად ვამცირებთ. ხარჯის ასეთი შემცირება  ნიშური ბაზრების მასობრივ ბაზრებად გარდაქმნის შესაძლებელობას იძლევა“.

ამერიკული კომპანია SpaceX-ი  იყო პირველი, რომელმაც 2015 წელს დაარღვია კოსმოსის ინდუსტრიაში მთავრობის დომინანტობის ტრადიციული მოდელი. ეს ინდუსტრია კოსმოსური „პროგრამების“ ნაცვლად  კოსმოსური „პროდუქტების“ შექმნაზე გადავიდა. SpaceX-ის პატრონმა ილონ მასკმა მრავალჯერადი რაკეტების კოსმოსში ხშირი გაშვებით კომოსის ათვისების ახალი ეპოქა დაიწყო. ამ ბიზნესმოდელს კერძო სექტორი და მოქნილი ინდუსტრიული მეთოდები უყრიან საფუძველს.

„ევროპამ ხელიდან გაუშვა ეს გარდამტეხი მომენტი  ეკონომიკური ანალიზის გამო, რომელიც არასწორი აღმოჩნდა,” - განმარტავს იოჰან ლეროი. “ევროპამ არ დაიჯერა, რომ მრვალჯერადი სარაკეტო გამშვები მოწყობილობის წარმოებას შეიძლებდა ეკონომიკური სარგებელი მოეტანა. ევროპას ნამდვილად შეუძლია ამ ტექნოლოგიების განვითარება და ჩვენ უკვე მესამე წელია, რაც სწორედ ამაზე ვმუშაობთ. თუ გვსურს კონკურენტუნარიანები ვიყოთ, უნდა შევძლოთ, რომ მივუახლოვდეთ  SpaceX-ის Falcon 9-ის წარმოების ხარჯს ერთ კილოგრამზე“.

როგორც ინსტიტუციური, ისე კერძო მომხმარებლის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად რაკეტის გაშვების მდგრად სიხშირეზე გასვლაა საჭირო. ამიტომ კომპანია აჩქარებს თავისი პირველი რაკეტის შექმნის პროცესს.

კომპანია MaiaSpace-მა უკვე დადო მრავალწლიანი კომერციული კონტრაქტები. რაკეტის პირველი კომერციული გაშვება 2027 წლის დასაწყისში იგეგმება. მძიმე რაკეტების გამშვები Ariane 6-ითა და მცირე რაკეტების გამშვები MaiaSpace-ის შექმნით  ევროპა კოსმოსის ათვისების სფეროში თავის დამკვიდრების დამატებით გარანტიებს ქმნის.

ავტორი: მონიკა პინა

დაკავშირებული ამბები
ევროპა მრავალჯერადი კოსმოსური რაკეტების ტექნოლოგიებში დაწინაურდა რესტორანი „მშვენიერი ქაოსი“ ლტოლვილებს ევროპაში ცხოვრებას უადვილებს