კატეგორიები

დონალდ ტრამპი მოკავშირეებს ურჩევს, ნავთობი ან თავად მოიპოვონ ან აშშ-სგან იყიდონ

დონალდ ტრამპი მოკავშირეებს ურჩევს, ნავთობი ან თავად მოიპოვონ ან აშშ-სგან იყიდონ
Copyright Reuters
ჰორმუზის სრუტე ნაწილობრივ ბლოკირებული რჩება, ხოლო დონალდ ტრამპი მოკავშირეებით იმედგაცრუებულია.

აშშ-ის პრეზიდენტმა პარტნიორებს, რომლებიც ვაშინგტონისთვის სამხედრო დახმარების გაწევაზე უარს ამბობენ იმ არგუმენტით, რომ ირანის ომში ჩაბმა არ სურთ, ურჩია მეტი სიმამაცე გამოიჩინონ და საკუთარი ძალებით მოიპოვონ მათთვის საჭირო ნავთობი ჰორმუზის სრუტიდან ან ნედლეული ამერიკისგან იყიდონ.

„თუკი საფრანგეთი-ს ან ნებისმიერ სხვა ქვეყანას სურს ნავთობისა და გაზის მოპოვება, შეუძლიათ თავად მივიდნენ ჰორმუზის სრუტესთან. შეუძლიათ პირდაპირ მივიდნენ და საკუთარ თავზე თავადვე იზრუნონ.

ვფიქრობ, სინამდვილეში ეს უსაფრთხო იქნება, თუმცა ამასთან არანაირი კავშირი არ გვაქვს. რა მოუვა სრუტეს, ამასთან არანაირი კავშირი არ გვაქვს, რადგან ეს ქვეყნები, მაგალითად, ჩინეთი წავა, დატვირთავს თავის ბრწყინვალე გემებს და ამგვარად იზრუნებს საკუთარ თავზე“, — განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ოვალურ კაბინეტში მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრამდე, დონალდ ტრამპი-მა საკუთარი სოციალური პლატფორმიდან ხისტად მიმართა გაერთიანებული სამეფო-საც და მოუწოდა ისწავლოს ბრძოლა მარტომ, რადგან ამერიკა აღარ იქნება მის გვერდით, ისევე როგორც ლონდონი არ დაეხმარა ვაშინგტონს.

ამავდროულად, ვითარება რთულდება ენერგობაზარზე. Brent ნავთობი-ს ფასი ბარელზე, ფაქტობრივად, ვეღარ სცდება 110 დოლარიან ნიშნულს, რამაც აშშ-ის მოსახლეობაზეც სერიოზული გავლენა მოახდინა.

ვიდრე დონალდ ტრამპი მოკავშირეებს მოუწოდებს, თავად მოაგვარონ ენერგოკრიზისი, ამერიკის ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ფასებმა 2022 წლის ივლისის შემდეგ ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწია და, როგორც ექსპერტები ამბობენ, ეს ჯერ კიდევ არ არის მაქსიმუმი.

„დღეს დილით ქვეყნის მასშტაბით დიზელზე ფასებმა გალონზე 5 დოლარი და 43 ცენტი შეადგინა. ეს ბოლო 4 კვირის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებელია, რადგან ზრდა 45 პროცენტით მეტია. ეს ნიშნავს ბევრად მეტ ხარჯს სატვირთო მანქანებისა და ტრაქტორების მძღოლებისთვის, ასევე მატარებლების მემანქანეებისთვის, რომლებიც დიზელის მეშვეობით ამუშავებენ ამერიკის ეკონომიკას.

სავარაუდოა, რომ ეს მიგვიყვანს სასურსათო პროდუქტებზე ფასების ზრდამდეც და, საერთო ჯამში, ამერიკაში ინფლაციის ზრდამდე, რადგან მეტწილად დიზელის ტიპის საწვავი არის როგორც ამერიკის, ისე მსოფლიო ეკონომიკის მამოძრავებელი. მომხმარებლებს შორის ეს ტენდენცია შეშფოთებას იწვევს.

მიუხედავად იმისა, რომ მათი შემოსავლები 2009 და 2022 წლებთან შედარებით გაიზარდა, მაინც არასასიამოვნოა, როცა ისინი ხედავენ საწვავზე ფასების ასეთ მკვეთრ მატებას. სავარაუდოა, რომ ეს გავლენას მოახდენს ეკონომიკის სხვა მიმართულებებზეც. საწვავზე ხარჯების ზრდის ფონზე, მომხმარებლები, სავარაუდოდ, შეამცირებენ დანახარჯების რაოდენობას“, — ამბობს ანალიტიკოსი პატრიკ დე ხაანი.

აშშ-ის გარდა, ერთგვარი პანიკა მოქალაქეებს შორის იქმნება მსოფლიოს სხვა წერტილებშიც.

ევროკავშირი-ში აცხადებენ, რომ ბუნებრივ გაზსა და საწვავზე ფასები ომის დასრულებისთანავე დაუყოვნებლივ არ დაუბრუნდება ნორმალურ მაჩვენებლებს.

მოსახლეობისთვის ტვირთის შემსუბუქებისა და შემდგომი ეკონომიკური სირთულეების თავიდან ასაცილებლად, ევრობლოკი კოლექტიურად, ასევე მისი წევრი ცალკეული სახელმწიფოები ცდილობენ გარკვეული მექანიზმების ამოქმედებას, როგორიცაა, მაგალითად, აქციზის ფასის დაწევა.

დაკავშირებული ამბები
„აშშ ირანს მალე დატოვებს” - დონალდ ტრამპი აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ნატოსთან ურთიერთობების გადახედვაზე ფიქრობს