კატეგორიები

კულტურული ღონისძიებების დაიჯესტი: სად ღირს წასვლა გასართობად, ან რისი ნახვა და მოსმენა შეგიძლიათ ევროპაში ამ კვირაში

კულტურული ღონისძიებების დაიჯესტი: სად ღირს წასვლა გასართობად, ან რისი ნახვა და მოსმენა შეგიძლიათ ევროპაში ამ კვირაში
კულტურული ცხოვრებისა და გართობის მოყვარულთ ლონდონის მუზეუმში Wellcome Collection, ელოდებათ  გამოფენა,  რომელიც ასახავს, თუ როგორ ბერდება ადამიანი, ასევე ზენდეიასა და რობერტ პატისონის ტანდემი ფილმში „დრამა“ - აი, რას უნდა მიაქციოთ ყველაზე დიდი ყურადღება მიმდინარე კვირას.

თუ გაზაფხულის დროზე გადასვლის გამო, ცოტა არ იყოს, გეძინებათ, დროა, გამოცოცხლდეთ და დამდეგი აღდგომისთვის მოემზადოთ. მართალია, ამ დროს, როგორც წესი, დიდი რაოდენობით შოკოლადს მიირთმევენ, მაგრამ გვინდა, შეგახსენოთ, რომ პარალელურად შეგიძლიათ „ვარსკვლავური ომების“  ანიმაციურ სერიებს უყუროთ პლატფორმაზე Disney+, ან ლონდონის მუზეუმში Wellcome Collection ესტუმროთ გამოფენას, რომელიც ადამიანის დაბერების თემას ეძღვნება. უქმეებზე კი ზენდეია და რობერტ პატისონი ოჯახური საიდუმლოს თემაზე შექმნილი ახალი ფილმით გაგართობენ. რასაც არ უნდა გეგმავდეთ ამ გაზაფხულის დღეებში, გარეთ გასვლას თუ სახლში ტახტზე ნებივრობას, ჩვენი რეკომენდაციები აუცილებლად გამოგადგებათ.

გამოფენები

ლონდონის  მუზეუმში Wellcome Collection 29 ნოემბრამდე გაგრძელდება გამოფენა, სახელწოდებით „სიბერე მოდის“ („The Coming of Age“). რაკი ადამიანები გაცილებით დიდხანს ცოცხლობენ,  ვიდრე ადრე,  სულ უფრო საინტერესოა პასუხი ერთ კითხვაზე: მაინც რას ნიშნავს „დაბერდე ტკბილად“? სწორედ ამ კითხვაზე ცდილობს პასუხის გაცემას ეს გამოფენა, რომელიც ხელოვნების, მეცნიერებისა და პოპულარული კულტურის გადმოსახედიდან ასახავს ცხოვრებას მოზარდობიდან ღრმა სიბერემდე. გამოფენაზე წარმოდგენილია 120-ზე მეტი ნამუშევარი, რომლებიც გვაჩვენებს, თუ როგორ შეიძლება მივიდეთ სიბერემდე უკეთ კულტურული, სოციალური და გარემოს დაცვის საკითხებზე ფიქრის შედეგად.

პარიზის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (Musée d’Art Moderne de Paris) 10 აპრილიდან 2 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება  მე-20 საუკუნის პიონერი ფოტოგრაფის, ლი მილერის გამოფენა. მილერი იყო სიურეალისტი, ხელოვანი, მოდელი და ომის კორესპონდენტი - ფაქტობრივად, პირველი ყველა მიმართულებით, რასაც კი ხელი მოჰკიდა. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მისი 200-ზე მეტი ვინტაჟური და თანამედროვე ნამუშევარი, რომელთა დიდი ნაწილი აქამდე არასდროს გამოფენილა და რომლებიც მოიცავს როგორც ყველაზე ადრეულ ნამუშევრებს, ისე გვიანდელს, რომელებზეც უკვე მსოფლიო ომის ძალადობაა აღბეჭდილი.

დანიაში ლუიზიანის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში 17 მაისამდე  გაგრძელდება ჟან-მიშელ ბასკიას გამოფენა, სახელწოდებით „შეუპოვარი“ (‘Headstrong’), რომლის მთავარი თემაც ადამიანის თავის ქალაა.

ფილმები

ქორწილებს, როგორც წესი, ყოველთვის თან სდევს გარკვეული დრამაც, თუმცა ფილმ „დრამის“ მთავარი გმირების, ემასა (ზენდეიას შესრულებით) და ჩარლის (რობერტ პატისონი) საქორწინო სამზადისის დროს დრამა ყოველგვარ საზღვარს სცდება მას შემდეგ, რაც ემა ხუმრობით საკუთარ საიდუმლოს გაამხელს. ეს შავი კომედია  3 აპრილიდან გავა ევროპის კინოთეატრებში.

3 აპრილს კინოთეატრებში ასევე გამოჩნდება ფილმი „ეს მე  ვარ, მარიო!“ (It's-a me, Mario!), უფრო ზუსტად კი „სუპერ მარიო: გალაქტიკური ფილმი“ (The Super Mario Galaxy Movie).

ტელესერიალები

პლატფორმაზე Disney+ 6 აპრილიდან დაიწყება  ვარსკვლავური ომების კიდევ ერთი ნაწილი „Star Wars: Maul - Shadow Lord“, რომელიც Disney+-ის ყველაზე ახალი ანიმაციური  სერიალია.

Netflix-ის რომანტიკული კომედიური სერიალის XO, Kitty-ის მესამე სეზონი 2 აპრილიდან გამოჩნდება.

მუსიკა

ბრიტანელმა მომღერლმა და საავტორო სიმღერების შემსრულებელმა არლო პარქსმა მსმენელი პირველად მოხიბლა 2021 წელს გამოსული ალბომით  - „'Collapsed in Sunbeams'“. იგი ე.წ. Gen Z-ის თაობის საყვარელი მომღერალია, რომელიც  „queer”- თემის პრობლემატიკაზე გულახდილად მღერის. მისი ბოლო ალბომი „Ambiguous Desire“ 3 აპრილს გამოვა და მისი შთაგონების წყარო ლოს-ანჯელესის, ლონდონისა და ნიუ-იორკის „queer”- თემის ღამის კლუბების ცხოვრებაა.

3 აპრილსვე გამოვა ამერიკული ინდი-ფოლკ ჯგუფის Bon Iver-ის ბოლო ალბომი, სახელწოდებით Volumes: One ( “Selections From Music Concerts 2019–2023 Bon Iver 6 Piece Band”), რომელიც ალბათ ყველაზე გრძელი სახელწოდებაა, რაც კი მუსკალური ალბომისთვის დაურქმევიათ. როგორც სათაურიდან ვიგებთ, ალბომი 2019-2023 წლებში ჩაწერილი კონცერტების რჩეულია.

ავტორი: ამბერ ლუის ბრაისი

დაკავშირებული ამბები
კულტურული ღონისძიებების დაიჯესტი: სად ღირს წასვლა გასართობად, ან რისი ნახვა და მოსმენა შეგიძლიათ ევროპაში ამ კვირაში ჰარი პოტერის ახალი სერიალის პირველი ტრეილერი გამოვიდა