კატეგორიები

დაღესტანსა და ჩეჩნეთში წყალდიდობის შედეგებთან გამკლავებას ცდილობენ

დაღესტანსა და ჩეჩნეთში წყალდიდობის შედეგებთან გამკლავებას ცდილობენ
Copyright AP Photo
რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში მაშველები და ადგილობრივი მოსახლეობა წვიმებით გამოწვეული ძლიერი წყალდიდობის შედეგებთან გამკლავებას ცდილობენ.

ჩეჩნეთსა და დაღესტანში ათასობით მოქალაქის ევაკუაცია გახდა საჭირო.

დაღესტნის ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა 28 მარტს დაწყებული წვიმის გამო, რომელმაც რეგიონის მასშტაბით წყალდიდობა გამოიწვია. კავკასიის მთებიდან წამოსულმა წყლის ნაკადებმა რამდენიმე მდინარის ხიდი დაანგრია,  133-ზე მეტ დასახლებას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

დაღესტნის რესპუბლიკის მეთაურმა სერგეი მელიკოვმა ტელეგრამზე გამოაქვეყნა განცხადება, რომ ზოგიერთ რაიონში ნალექის რაოდენობამ 50 მილიმეტრს გადააჭარბა, რაც ბოლო წლების რეკორდული მაჩვენებელია.

ადგილობრივი ხელისუფლება აგრძელებს დატბორილი ტერიტორიებიდან მოსახლეობის ევაკუაციას. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, ევაკუირებულია დაახლოებით 3000 ადამიანი.

ძლიერი წვიმების შედეგად გამოწვეულმა წყალდიდობამ მეზობელი რეგიონი - ჩეჩნეთიც დააზარალა. 29 მარტს ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

წყალდიდობა იყო გუდერმესის რაიონშიც, სადაც დაახლოებით 750 სახლი დაიტბორა. სამაშველო სამსახურის ცნობით, მათ 500-ამდე ადგილობრივი მცხოვრები გაიყვანეს ტერიტორიიდან.

დაკავშირებული ამბები
დაღესტანსა და ჩეჩნეთში წყალდიდობის შედეგებთან გამკლავებას ცდილობენ მარკო რუბიო სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა