ჰარი პოტერის ახალი ეკრანიზაციის ოფიციალური ტიზერ-ტრეილერი გამოვიდა. ორწუთიანი ტრეილერი საკმაოდ ნათელ წარმოდგენას ქმნის, თუ როგორი იქნება ჰარი პოტერის სამყარო ახალ სერიალში.
ტრეილერიდან ჩანს, რომ ფილმებთან შედარებით სერიალი უფრო მეტ ინფორმაციას გვაწვდის ჰარი პოტერის შესახებ, მაგალითად, როგორია მისი ყოველდღიური ცხოვრება როგორც რეალურ, ისე მაგიურ სამყაროში. ტრეილერში ნაჩვენებია ჯადოსნური სამყაროს დამახასიათლებელი ნიშნები: გამანაწილებელი ქუდი, მოძრავი კიბეები, ქვიდიჩის მატჩები, ჯადოქარი პროფესორები, მათ შორის ჰოგვორტსის მაგიისა და ჯადოქრობის სკოლის დირექტორი ალბუს დამბლდორი, რომლის როლსაც ამერიკელი მსახიობი ჯონ ლითგოუ ასრულებს.
სერიალი ბრიტანელი მწერლის ჯ.კ. როულინგის შვიდ წიგნს გააცოცხლებს. თითო წიგნს ერთი სეზონი დაეთმობა და დაახლოებით 10 წლის განმავლობაში გაგრძელდება. წიგნების ავტორი პროექტის აღმასრულებელი პროდიუსერიცაა.
სერიალში ჰარი პოტერის როლს დომინიკ მაკლაფლინი ასრულებს, ხოლო ჰერმაინისა და რონის როლებს არაბელა სტენტონი და ალასტერ სტაუტი.
HBO-ს ახალი სატელევიზიო ადაპტაციის პირველი სეზონის „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვის“ პრემიერა დეკემბერში შედგება.
