კატეგორიები

ევროპარლამენტმა აშშ-ევროკავშირის სავაჭრო პარტნიორობას მწვანე შუქი აუნთო

ევროპარლამენტმა აშშ-ევროკავშირის სავაჭრო პარტნიორობას მწვანე შუქი აუნთო
Copyright AP
ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა ვაშინგტონისა და ბრიუსელის შორის სავაჭრო შეთანხმების გაფორმებას, რითაც მწვანე შუქი აუნთო მანამდე დიდი ხნით ჩიხში მყოფ სტრატეგიულ ეკონომიკურ თანამშრომლობას ოკეანის მიღმა მყოფ მოკავშირესთან.

იქიდან გამომდინარე, რომ მიმდინარე გეოპოლიტიკურმა მდგომარეობამ მოკავშირეებს შორის ვითარება გარკვეულწილად დაძაბა, კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით კი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის არასტაბილურმა მოქმედებებმა ევროპელებს შორის გარკვეული საფრთხის გრძნობა გააჩინა, რის გამოც გასაფორმებელ შეთანხმებაში ბრიუსელმა დამცავი მექანიზმები შეიყვანა იმ შემთხვევისთვის, თუ ვაშინგტონი ვალდებულებებს არ შეასრულებს.

შეთანხმების დეტალები გასული წლის ივლისში აშშ-ისა და ევროკომისიის პრეზიდენტებმა შოტლანდიაში შეხვედრისას განიხილეს. დოკუმენტის მიხედვით, საქონლის უმეტესობაზე დაწესებულია 15%-იანი ტარიფი, რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული ორივე მხრიდან გაცილებით მაღალი იმპორტის გადასახადები.

ეს ჩანაწერი მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისით, რომ მისი დარღვევის შემთხვევაში შესაძლოა შოკისმომგვრელი ტალღები გამოეწვია მთელი მსოფლიო ეკონომიკისთვის.

ახალი ფორმულირებით, რომელსაც ევროპარლამენტმა დაუჭირა მხარი, შეთანხმება შეიძლება შეჩერდეს, თუ ვაშინგტონი „ძირს უთხრის შეთანხმების მიზნებს, დისკრიმინაციას გაუწევს ევროკავშირის ეკონომიკურ ოპერატორებს, საფრთხეს შეუქმნის წევრი სახელმწიფოების ტერიტორიულ მთლიანობას, საგარეო და თავდაცვის პოლიტიკას ან ჩაერთვება ეკონომიკურ იძულებაში“.

ამ პუნქტის ჩამატება დღის წესრიგში დადგა გრენლანდიასთან დაკავშირებით, დონალდ ტრამპის რიტორიკის შემდეგ.

ევროპელი კანონმდებლები ახლა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან იმუშავებენ საერთო პოზიციის ჩამოსაყალიბებლად და ტარიფების შემცირების უზრუნველსაყოფად, ხოლო თანდართული დამცავი ზომები, სავარაუდოდ, დავის მთავარი საკითხი გახდება.

პირველი სამმხრივი შეხვედრა 13 აპრილს არის დაგეგმილი.

დაკავშირებული ამბები
ყაზახეთის იშვიათი ხელნაწერები ექსპერტთა თქმით, დასავლური სანქციებისთვის გვერდის ასავლელად, ირანი კრიპტოვალუტას იყენებს