კატეგორიები

ექსპერტთა თქმით, დასავლური სანქციებისთვის გვერდის ასავლელად, ირანი კრიპტოვალუტას იყენებს

ექსპერტთა თქმით, დასავლური სანქციებისთვის გვერდის ასავლელად, ირანი კრიპტოვალუტას იყენებს
Copyright AP
იყენებს თუ არა ირანი კრიპტოვალუტას დასავლური სანქციებისთვის გვერდის ასავლელად? — ეს კითხვა აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყების შემდეგ ისლამურ ქვეყანაში ციფრული ვალუტის ვირტუალური ნაკადი მკვეთრად გაიზარდა.

აქტუალურ კითხვაზე პასუხი აქვთ ექსპერტებს, რომელთა მტკიცებით, ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „რევოლუციური გუშაგთა კორპუსი“ კრიპტოვალუტას სამხედრო მიზნებისა და მარიონეტული დაჯგუფებების დაფინანსებისთვის იყენებს, მათ შორის იემენელი ჰუსიტების. ეს მიმართულება მაღალი ინფლაციისგან დაზარალდა.

ამავე დროს, ანალიტიკოსები მიუთითებენ, რომ საერთაშორისო იზოლაციაში მყოფი ირანი ალტერნატიული ტრანზაქციების მეთოდებს იყენებდა ემბარგოს ქვეშ მყოფი ნავთობის გასაყიდადაც.

ანალიტიკური კომპანია Chainalysis-ის დაკვირვებით, მხოლოდ 28 თებერვლიდან 2 მარტის პერიოდში ირანულ ფინანსურ პლატფორმებზე უპრეცედენტო რაოდენობის — 10 მილიონი ამერიკული დოლარის ღირებულების — კრიპტოგადარიცხვა დაფიქსირდა. ამ თანხის მესამედი კი მოგვიანებით საფონდო ბირჟაზე აღმოჩნდა.

მკვლევრები მიუთითებენ, რომ შესაძლოა ეს ტრანზაქციები უკავშირდებოდეს რიგითი მოქალაქეების მხრიდან დანაზოგის გადარჩენას, თუმცა ირანის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა და ქვეყანაში 50%-ზე მეტი ინფლაციური მაჩვენებლის გათვალისწინებით, ამ ოდენობის თანხის გადარიცხვის ფუფუნება აშკარად მაღალჩინოსნებთან არის დაკავშირებული. ამ მოსაზრებას ამყარებს ის გარემოებაც, რომ ზოგიერთი ციფრული საფულე პირდაპირ არის დაკავშირებული „რევოლუციურ გუშაგთა კორპუსთან“, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა ისლამურ ქვეყანაში ინტერნეტის გამოყენებაზე შეზღუდვებია დაწესებული.

მანამდე გამოცემა Financial Times წერდა, რომ ირანი ბალისტიკური რაკეტების, უპილოტო საფრენი აპარატებისა და სხვა აუცილებელი შეიარაღების კრიპტოვალუტების სანაცვლოდ გაყიდვას გეგმავდა.

ექსპერტების თქმით, ამგვარ ფინანსურ აქტივობას თან ახლავს ე.წ. „ჩრდილოვანი ბანკის“ შექმნის რისკი. ირანული მმართველობა უპირატესობას ანიჭებს იმ ციფრულ ვალუტებს, რომლებიც შედარებით სტაბილურობას ინარჩუნებენ, მაშინ როცა მოქალაქეთა შორის პოპულარულია Bitcoin. ამჟამად ყველაზე ცნობილი კრიპტოვალუტის ღირებულება 68 000 ამერიკულ დოლარს აჭარბებს.

დაკავშირებული ამბები
ექსპერტთა თქმით, დასავლური სანქციებისთვის გვერდის ასავლელად, ირანი კრიპტოვალუტას იყენებს ისრაელი აცხადებს, რომ ლიკვიდირებულია ირანის საზღვაო ფლოტის მეთაური