კატეგორიები

რუსეთმა უკრაინაზე ომის დაწყებიდან 24 საათის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური საჰაერო იერიში მიიტანა

რუსეთმა უკრაინაზე ომის დაწყებიდან 24 საათის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური საჰაერო იერიში მიიტანა
Copyright AP Photo
რუსეთმა უკრაინაზე ომის დაწყებიდან 24 საათის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური საჰაერო იერიში მიიტანა. მან უკრაინის ქალაქებს 948 დრონით შეუტია.

ლვივის მერმა ანდრეი სადოვიმ განაცხადა, რომ 24 მარტს ქალაქზე რუსული დრონებით საცხოვრებულ კორპუსზე მიტანილი თავდასხმის შედეგად 32 ადამიანი დაშავდა.

პრემიერ-მინისტრ იულია სვირიდენკოს თქმით, ლვივში ცეცხლი წაეკიდა  მე-17 საუკუნის წმინდა ანდრიას სახელობის ეკლესიას,  რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შეტანილი.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ გასული 24 საათის განმავლობაში განხორციელებული თავდასხმების მასშტაბი იმაზე მიუთითებს,  რომ რუსეთს არ სურს ამ ომის დასრულება.

მას აშშ-ში გაგზავნილმა მომლაპარაკებელთა ჯგუფმაც დაუდასტურა, რომ მოლაპარაკებისას  რეალური პროგრესი არ ყოფილა და რომ რუსეთს არ აქვს მშვიდობისკენ სწრაფვის სურვილი.

„ლვივში წმინდა ანდრიას ეკლესიის შენობას ცეცხლი გაუჩნდა. ამ ეკლესიის ისტორია მე-17 საუკუნიდან იწყება. რუსეთის მიერ გაძლიერებულმა ირანულმა „შაჰედმა“ ლვივში ეკლესიას დაარტყა - ეს სრულიად მიუღებელია და მხოლოდ პუტინის მსგავს ადამიანებს შეეძლოთ ამით სიამოვნების მიღება. ივანო-ფრანკივსკში  კი სამშობიარო სახლი დაზიანდა. დღევანდელი თავდასხმის მასშტაბი ნათლად მიუთითებს, რომ რუსეთს რეალურად არ სურს ომის დასრულება. და თუ გავითვალისწინებთ, რომ რუსეთი ასევე ეხმარება ირანის რეჟიმს რეგიონზე თავდასხმაში,  დასკვნა თავისთავად ცხადია: რუსეთი მოქმედებს  დამატებითი და ძლიერი ზეწოლის გარეშე, თან ისე, რომ არ ჰქონდეს   მნიშვნელოვანი დანაკარგი. მოსკოვს არასდროს ექნება უკან დახევისა და მშვიდობის დამყარების  სურვილი. დღეს ჩვენმა მომლაპარაკებელმა ჯგუფმა აშშ-დან დაბრუნების შემდეგ ანგარიში წარადგინა. სამწუხაროდ, რეალური პროგრესი არ არის - რუსეთს არ სურს მშვიდობისკენ სვლა. თუმცა, უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენ, უკრაინაში, შეერთებულ შტატებში, ევროპამ და სხვა გლობალურმა აქტორებმა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც აუცილებელია, რათა რუსები რეალურად და გულწრფელად დაინტერესდნენ დიპლომატიით  და არა იმით, რომ  ნავთობიდან მეტი შემოსავალი მიიღონ და  თავდასხმებისა და აგრესიისთვის მეტი დრო გამონახონ“. - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ოლექსანდრ სირსკიმ განაცხადა, რომ ბოლო დღეებში რამდენიმე სტრატეგიულ ზონაში  რუსმა სამხედროებმა ერთდროულად სცადეს თავდაცვითი ხაზების გარღვევა.

უკრაინის მშვიდობიანი მოქალაქეები კი კვლავ დაუნდობელი თავდასხმების მსხვერპლნი ხდებიან.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დონეცკის რეგიონში, ქალაქ დრუჟკივკაში ცხრა ბომბი ჩამოავრდა, რის შედეგადაც ერთი ქალი დაიღუპა,  ერთი მამაკაცი კი დაიჭრა.

ვინიციაშიც დრონის თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 13 დაშავდა.

დაკავშირებული ამბები
რუსეთმა უკრაინაზე ომის დაწყებიდან 24 საათის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური საჰაერო იერიში მიიტანა უკრაინა დასთანხმდა დაზიანებული მილსადენ „დრუჟბის“ შემოწმებას