სკოლის მასწავლებელს კოსმოსში აგზავნიან, რომ მზე გადაარჩინოს. „პროექტი ავე მარია” სამეცნიერო-ფანტასტიკური ჟანრის ფილმია, რომელიც ენდი უირის რომანის ეკრანიზაციაა. მისივე დაწერილია „მარსელი“, რომლის კინო-ადაპტაცია ოსკარზე 8 კატეგორიაში იყო ნომინირებული.
„ამ რომანის მოყვარულები დიდი ენთუზიაზმით არიან განწყოფბილი. ბევრი მათგანი ამბობს, რომ ეს არის საუკეთესო წიგნი, რაც კი მათ ოდესმე წაუკითხავთ საუკეთესო სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში. მათ ძალიან უყვართ როკი და მათთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ როგორ იქნებოდა ის ეკრანზე. როდესაც ფილმი წიგნის მოყვარულებს ვაჩვენეთ, ყველას ჰქონდა განცდა, რომ როკი ღირსეულად წარმოვაჩინეთ. მოხარული ვარ, რომ ფართო აუდიტორიაც გაიცნობს მას,“ - ამბობს რაიან გოსლინგი.
ფილმში მონაწილეობენ რაიან გოსლინგი, სანდრა ჰულერი და უცხოპლანეტელი პერსონაჟი, სახელად როკი. ფილმის რეჟისორები ფილ ლორდი და კრისტოფერ მილერი არიან.
„ფილმზე ისეთი ადამიანები მუშაობდნენ, რომლებთანაც აქამდე არასდროს მიმუშავია. ამიტომ გადაღებებისას თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს სიზმარში ვიყავი. სცენარიც ძალიან კარგი იყო. წიგნის შესახებ ვიცოდი და, რა თქმა უნდა, ვიცნობდი რაიან გოსლინგის, ფილ ლორდისა და კრისტოფერ მილერის ნამუშევრებს. ამიტომ ეს რთული გადაწყვეტილება არ ყოფილა“, - სანდრა ჰულერი.
კინოკრიტიკოსი დევიდ მურიკვანდი წერს, რომ ფილმში რაიან გოსლინგი შესანიშნავად თამაშობს. ფილმის კომედიური ტონიც ხშირ შემთხვევაში ემოციურად დატვირთულ მომენტებს აქარწყლებს. ეს ფართო აუდიტორიაზე გათვლილი ფილმია.
ფილმმა „პროექტი ავე მარია” პრემიერიდან პირველ შაბათ-კვირას კინოგაყიდვებით 80 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.
