კულტურული ცხოვრებისა და გართობის მოყვარულთ ამ კვირაში ელოდებათ მატისი, შვედი პოპვარსკვლავის რობინ მირიამ კარლსონის სიმღერები პაემნების აპლიკაციასა და ხელოვნურ განაყოფიერებაზე, ასევე ლაიზა მინელის ავტობიოგრაფიული წიგნი - აი, რას უნდა მიაქციოთ ყველაზე დიდი ყურადღება მიმდინარე კვირას.
გაზაფხული უკვე ძალაში შევიდა, რაც ნიშნავს, რომ უფრო თბილი ამინდები დადგება და უფრო ხშირად ჩანიშნავენ ღონისძიებებს ღია სივრცეში.
მიმდინარე კვირაში შეიძლება ცოტა ხანს მაინც მოგინდეთ ოთხკედელშუა გამოკეტვა, რადგან პლატფორმაზე Disney+ იწყება მეორე სეზონი ტელესერიალისა „თავქარიანი: თავიდან დაბადება“ (Daredevil: Born Again), ლაიზა მინელის ავტობიოგრაფიული წიგნი კი მყუდრო გარემოში განმარტოებისკენ მოგიხმობთ.
თუ სიურეალისტური გამოფენები გიზიდავთ, სამი ასეთი გამოფენა იგეგმება კონტინენტურ ევროპაში: მატისის, მარია ლასნიგისა და ედვარდ მუნკის ერთობლივი გამოფენა, და კინოინდუსტრიის ბერძენული „ახალი ტალღის“ მიმდინარეობის კინორეჟისორ იორგოს ლანთიმოსის ფოტოგამოფენა.
და ბოლოს, პოპმომღერალ რობინის ახალი ალბომი სიყვარულის ახალი სეზონისთვის განგაწყობთ.
გამოფენები
24 მარტიდან 26 ივლისის ჩათვლით პარიზის გრან პალეში (Grand Palais) წარმოდგენილი იქნება სახელგანთქმული ფრანგი მხატვრის ჰენრი მატისის გამოფენა. მატისმა, მას შემდეგ, რაც წარმატებული კარიერა შეიქმნა, გადაწყვიტა, სრულად გარდაექმნა საკუთარი შემოქმედება და სიცოცხლის ბოლო წლები ექსპერიმენტებს დაუთმო, რომლის დროსაც ქაღალდებს გუაშით აფერადებდა, შემდეგ ფიგურებად ჭრიდა და აბსტრაქტულ კომპოზიციებს აწყობდა. გრან პალეში სწორედ ამ ნამუშევრების გამოფენა ეწყობა, რომელთა გვერდით ასევე წარმოდგენილი იქნება 300-ზე მეტი წიგნი, რომლებშიც დაბეჭდილია მატისის ნახატები და გრაფიკული ნამუშევრები 1941 წლიდან 1954 წლის ჩათვლით.
მარია ლასნიგისა და ედვარდ მუნკის ერთობლივი გამოფენა, სახელწოდებით „**Painting Flow = Life Flow“ გაიმართება 27 მარტიდან 30 აგვისტოს ჩათვლით გერმანიაში, ქალაქ ჰამბურგის კუნსტჰალეს (**Hamburger Kunsthalle) ხელოვნების მუზეუმში. ამ ორ მხატვარს ერთამენთისგან ნახევარ საუკუნეზე მეტი აშორებს, თუმცა მათი ხედვა სინქრონულ თანხმობაშია: ორივე ხელოვანის ნამუშევრებში ადამიანის შინაგანი სამყარო და განცდები მტკივნეულად არის გადმოფრქვეული. საერთო ჯამში გამოფენაზე ქაღალდზე შესრულებული 180 ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი.
ბერძენი კინორეჟისორის იორგოს ლანთიმოსის აბსურდული და ჰუმანური ფოტონამუშევრების გამოფენას 17 მაისამდე უმასპინძლებს ათენის „ონასის სტეგის“ (Onassis Stegi) თანამედროვე ხელოვნების გალერეა.
ფილმები
25 მარტიდან ევროპის კინოთეატრებში გამოვა საშინელებათა ჟანრის კომედიური ფილმი „ისინი მოგკლავენ“ (They Will Kill You), რომელიც გვაფრთხილებს, რომ არასოდეს ვიმუშაოთ შინამოსამსახურედ. ფილმის სიუჟეტი ვითარდება სატანური კულტის მიმდევრების ირგვლივ, რომლებიც ნიუ-იორკის პრესტიჟულ უბანში ცხოვრობენ.
Netflix -ზე უკვე ხელმისაწვდომია ფილმი „ალესილი კეპები: უკვდავი კაცი“ (Peaky Blinders: The Immortal Man), ხოლო 27 მარტიდან შერჩეულ კინოთატრებში გავა სოფია კოპოლას ახალი ფილმი მოდის დიზაინერ მარკ ჯეკობსზე.
ტელესერიალები
25 მარტიდნა პლატფორმაზე Disney+ იწყება „თავქარიანი: თავიდან დაბადების“ (Daredevil: Born Again) მეორე სეზონი და მისი გმირი შენიღბული მეტ მერდოკი (ჩარლი კოქსის შესრულებით) ისევ იბრძოლებს სამართლიანობისთვის კორუფციული მთავრობის წინააღმდეგ.
Netflix-ზე უკვე ხელმისაწვდომია პოპულარული ანიმაციური სერიალის One Piece-ის მეორე სეზონი.
მუსიკა
პოპმუსიკის მოყვარულებს 27 მარტიდან საშუალება ექნებათ, მოუსმინონ პოპვარსკვლავ რობინის ახლა ალბომს, სახელწოდებით „Sexistential“. თუ გავითვალისწინებით, რომ რობინს 8 წელია, ალბომი არ გამოუშვია, ეს ნამდვილად დიდი მოვლენაა მისი თაყვანისმცემლებისთვის. ამ ხნის განმავლობაში რობინის ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა, ის ახლა დედაა და სწორედ დედობისა და სიყვარულის თემის ირგვლივ ტრიალებს მისი ახალი ალბომიც.
27 მარტს ასევე დღის სინათლეს იხილავს მომღერალ ხოსე გონსალესის ახალი ალბომი 'Against the Dying of the Light' და კანადური ბენდის The New Pornographers-ის ახალი ალბომი 'The Former Site Of '.
წიგნები
ცნობილმა მომღერალმა ლაიზა მინელიმ, რომელსაც ამ თვეში 80 წელი შეუსრულდა, გამოსცა ავტობიოგრაფიული წიგნი „Kids, Wait Till You Hear This!“, რომელიც მისი თავგადასვლებით სავსე ცხოვრების პიკანტურ დეტალებსც მოუთხრობს მისი ნიჭის თაყვანისმცემლებს.
ავტორი: ამბერ ლუის ბრაისი
