ჰოლივუდის მსახიობის ველ კილმერის გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ კინოს ლეგენდა ხელოვნური ინტელექტის საშუალებით ისევ დიდ ეკრანზე ბრუნდება, კილმერი ფილმ „As Deep as the Grave-ში“ ითამაშებს.
პროდიუსერები ამბობენ, რომ ან თავად კილმერს უნდა მიეღო მონაწილეობა პროექტში. მან ხელიც კი მოაწერა ხელშეკრულებას, თუმცა ჯანმრთელობის გაუარესების გამო ვერ შეძლო.
კილმერი გასული წლის აპრილში, 65 წლის ასაკში, პნევმონიით გარდაიცვალა. მას ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები, მათ შორის ყელის კიბო, რომელმაც მის ხმაზეც იქონია გავლენა. მსახიობების სიკვდილის შემდეგ მათი გაცოცხლება ხელოვნური ინტელექტის საშუალებით საკამათო საკითხია, რადგან კინორეჟისურის მომავალი ეჭვქვეშ დგება.
