კატეგორიები

ისრაელმა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის სამხრეთზე იერიში მიიტანა

ისრაელმა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის სამხრეთზე იერიში მიიტანა
ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის სამხრეთ გარეუბანში, ჰარეთ ჰრეიკის რაიონში, ისრაელის ავიაიერიშის შემდეგ გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. მძიმე ტექნიკით  ბეტონისა და  ლითონის  დაზიანებული კონსტრუქციები გააქვთ,  რათა ხალხმა ქუჩებში გადაადგილება შეძლოს.

ისრაელის სამხედრო ძალებმა ღამით იერიში ბეირუთის სამხრეთ რეგიონის რამდენიმე უბანზე მიიტანეს. როგორც ამბობენ, მათი სამიზნე „ჰეზბოლასთან“ დაკავშირებული ინფრასტრუქტურა იყო.  დაშავებულების შესახებ ცნობები არ გავრცელებულა.

იერიშებამდე ცოტა ხნით ადრე ისრაელის სამხედროებმა კონკრეტული უბნების მცხოვრებთათვის  ევაკუაციის ბრძანება გასცეს.

ლიბანის ხელისუფლების მონაცემებით, ისრაელის იერიშებს ამ დროისთვის 1000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, დაახლოებით ერთი მილიონი ადამიანი კი იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა.

მაშველები ამ დრომდე მუშაობენ, რათა ტერიტორია  ნანგრევებისგან  სრულად გაწმინდონ და უსაფრთხოება უზრუნველყონ.

დაკავშირებული ამბები
„ჰეზბოლას“ გასანადგურებლად ისრაელში სამხრეთ ლიბანის ანექსიაზე საუბრობენ ისრაელმა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის სამხრეთზე იერიში მიიტანა