კატეგორიები

ირანმა თელ-ავივის ცენტრალურ ნაწილზე იერიში მიიტანა

ირანმა თელ-ავივის ცენტრალურ ნაწილზე იერიში მიიტანა
ისრაელის საგანგებო და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლების განცხადებით, ირანის იერიშის შედეგად არავინ დაშავებულა, დაზიანებულია ძველი შენობები, სავაჭრო ობიექტები.

ირანმა ისრაელისა და სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების მიმართულებით რაკეტები და დრონები გაუშვა. პარალელურად აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი თეირანთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, კონფლიქტის დეესკალაციისთვის.

ირანი უარყოფს ამერიკის შეერთებულ შტატებთან რაიმე სახის მოლაპარაკებას.

ისრაელზე მიტანილი იერიშის შემდეგ შესაბამისი სამსახურები ადგილზე ვითარებასა  და დაზიანებებს აფასებენ. უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია. მოსახლეობას რეკომენდაცია ეძლევა, დაიცვან ხელისუფლების მიერ გაცემული მითითებები.

ახლო აღმოსავლეთში ვითარება კვლა დაძაბულია. საერთაშორისო პარტნიორები მხარეებს დეესკალაციისკენ მოუწოდებენ.

დაკავშირებული ამბები
ირანმა თელ-ავივის ცენტრალურ ნაწილზე იერიში მიიტანა ირანმა სამხრეთ ისრაელზე ბალისტიკური რაკეტებით იერიშები მიიტანა