კატეგორიები
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის 4 წელი
მთავარი ამბავი

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის 4 წელი

„ჩემ მიერ მიღებულია გადაწყვეტილება „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ჩატარების შესახებ,“ — ვლადიმერ პუტინის ამ სიტყვებით დაიწყო კრემლის სამდღიანი ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“, რომელიც უკვე ოთხი წელია გრძელდება. სწორედ ამდენი დროა შეუსრულებელი რჩება კრემლის მიზანი — აეღო კიევი 72 საათის განმავლობაში და უკრაინაში საკუთარი გავლენის ქვეშ მყოფი ხელისუფლება დაესვა.

2022 წლის 24 თებერვალს, დაახლოებით დილის 05:00 საათზე, უკრაინის მოსახლეობა საჰაერო განგაშის სირენებმა და დაბომბვის ხმებმა გააღვიძა. ამით დაიწყო სრულმასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები, რომლებსაც მოსკოვი მანამდე მეზობელი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში — დონბასის რეგიონში — აწარმოებდა და ამტკიცებდა, რომ ამას „რუსულენოვანი მოსახლეობის დასაცავად“ აკეთებდა.

უკრაინის „დენაციფიკაციისა“ და „დემილიტარიზაციის“ საბაბით დაწყებული ფართომასშტაბიანი რუსული აგრესიის სამიზნეებად იქცა ქალაქები: ხარკივი, დნიპრო, მიკოლაივი, ლვივი, ჩერნიჰივი, ოდესა, დონეცკი, პოლტავა, სუმი და დედაქალაქი კიევი.

ყოველ წუთს იზრდებოდა იმ ოლქებისა და დასახლებების რაოდენობა, სადაც რუსეთი ცდილობდა, მწყობრიდან გამოეყვანა კრიტიკული ინფრასტრუქტურა და იერიშები მიეტანა მშვიდობიან მოსახლეობაზე. რუსული საოკუპაციო ჯარები გამოჩნდნენ კიევის შემოგარენშიც, თუმცა მცირე ხნით — უკრაინელთა წინააღმდეგობამ ისინი ამ ტერიტორიებიდან განდევნა, რაც უკვე ოთხი წელია ფრონტის ხაზად მიიჩნევა.

რუსული სახელმწიფო მედიის საშუალებით კრემლთან დაახლოებული პირები აცხადებდნენ, რომ უკრაინის ხელისუფლება, რომელსაც თავად „კიევის რეჟიმს“ უწოდებენ, ვერ გაუძლებდა წნეხს და მალე დატოვებდა ქვეყნის მართვის სადავეებს. თუმცა სრულმასშტაბიანი შეჭრიდან რამდენიმე საათში მოსკოვის დეზინფორმაციულ კამპანიას კიევიდან ამ ფორმით უპასუხეს:

Latest video