მაინც რა შეიძლება გაკეთდეს, რომ ევროპაში ლტოლვილების ინტეგრაცია უფრო ადვილად წარიმართოს? როგორ შეიძლება დაეხმარო ახალჩამოსულებს, რომ საზოგადოებაში ფეხი მოიკიდონ? ამ კითხვებზე პასუხის გაცემა ევრონიუსმა ნიდერლანდებიდან სცადა.
ფლერ ბაკერი ერთ-ერთ ყველაზე წარმატებული სოციალური მეწარმეა ნიდერლანდებში. იგი „მშვენიერი ქაოსის“ ( ‘A Beautiful Mess’) დამფუძნებელია, რომელიც თავშესაფრის მაძიებლებსა და ლტოლვილებს ანაზღაურებად პროფესიულ წვრთანს სთავაზობს ქალაქის ცენტრის კარგ რესტორნებში.
ფლერმა თავისი პროექტი 11 წლის წინ დაიწყო ისე, რომ ფული თითქმის არ ჰქონდა. დღეს მისი წარმატებული ბიზნესი სამ ქალაქში რვა რესტორანსა და ლტოლვილთა კაფეს მოიცავს.
„წელს ჩვენი პროგნოზით ბრუნვა 4-5 მილიონი ევრო გვექნება და 300 ადამიანია ჩართული გადასამზადებელ პროგრამაში ამ წუთას. ასე რომ, ნამდვილად მეამაყება. ეს წარმატებაა“, – ამბობს ფლერ ბაკერი, The Refugee Company & A Beautiful Mess-ის თანადამფუძნებელი და ხელმძღვანელი.
ნიდერლანდების ქალაქების მერების უმეტესობამ გააცნობიერა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ახლად ჩამოსულმა უცხოელებმა შრომით ბაზარზე რაც შეიძლება მარტივად მოახერხონ ინტეგრაცია.
ქალაქ არნემში „მშვენიერი ქაოსის“ ( ‘A Beautiful Mess’) ყველაზე ახალი ფილიალი ექვსი თვის წინ ქალაქის ბიბლიოთეკის პირველ სართულზე გაიხსნა. ამ ფილიალის შეფმზარეულია აიმან მომო. ეს კაცი სირიის დედაქალაქ დამასკოში 250-კაციან რესტორანს მართავდა. როცა ომი დაიწყო, იძულებული გახდა, გაქცეულიყო.
„ჩემი ოცნებაა, რომ ევროპის თითოეულ ქვეყანაში გავხსნა რესტორანი. გერმანიაში, ბელგიაში, შვედეთსა და ნიდერლანდებში…“ – ამბობს აიმანი.
„მშვენიერ ქაოსში“ არნემის მერი აჰმედ მარკუჩიც კი სადილობს.
„პირადად მეც შორეული ქვეყნიდან ვარ. როცა აქ ჩამოვედი, 10 წლის ვიყავი,“ განაცხადა აჰმედ მარკუჩმა „ევრონიუსთან“ ინტერვიუში.როცა ახალი ჩამოსული ხარ, ძალიან გეხმარება, როცა კარგად გიღებენ, როცა განათლებას იღებ, როცა ენას სწავლობ, როცა ახალი ქვეყნის კულტურას იღებ. გეხმარება ადგილობრივი შრომის ბაზარზე ინტეგრაცია, მუშაობა და სხვა ხალხის გაცნობა. და ამ ყველაფრის ორგანიზებას ახერხებენ „მშვენიერ ქაოსში“ A Beautiful Mess: მუშაობის, განათლებისა და ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერობის საშუალებას იძლევიან“.
ავტორი: ჰანს ფონ დერ ბრელი

