მთავარიევროპაპოლონეთიოტავის კონვენციის დატოვების შემდეგ, პოლონეთს სახმელეთო ნაღმების გამოყენება შეეძლება

ოტავის კონვენციის დატოვების შემდეგ, პოლონეთს სახმელეთო ნაღმების გამოყენება შეეძლება

პოლონეთმა დატოვა ოტავის კონვენცია, რომელიც საერთაშორისო მასშტაბით სახმელეთო ნაღმების გამოყენებას კრძალავს. ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთიდან მომდინარე საფრთხის დროს პოლონეთს აღმოსავლეთ საზღვრის დანაღმვა შეეძლება. პოლონეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საჭიროების შეთხვევაში პოლონეთი აღმოსავლეთის საზღვარს 48 საათში დანაღმავს.

„პოლონეთი გამოდის ოტავის კონვენციიდან. დღეს თქვენ იხილეთ „ბლუშჩის“ სისტემის შესაძლებლობების მოკლე პრეზენტაცია. „აღმოსავლეთ ფარის“ ფარგლებში, ჩვენ ამ ნაღმების პროექტს ვასრულებთ, რაც ჩვენი უსაფრთხოებისთვის, ჩვენი ტერიტორიისა და საზღვრისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ეს ასევე მოიცავს იმ შესაძლებლობას, რომელსაც მალე მივაღწევთ. საფრთხის შემთხვევაში პოლონეთი საზღვრის 48 საათში დანაღმვა შეეძლება. არ დავიწყებ იმაზე საუბარს, თუ რამხელა ტექნოლოგიური ნახტომია ეს. თუმცა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია უსაფრთხო მომავლისთვის“, – განაცხადა დონალდ ტუსკმა.

გასულ წელს პოლონეთი შეუერთდა უკრაინას, ფინეთისა და ბალტიისპირეთის სამ სახელმწიფოს: ესტონეთს, ლიეტუვასა და ლატვიას და ოტავის კონვენციის დატოვების შესახებ გამოაცხადა. თითოეული ეს ქვეყანა რუსეთთან იყოფს საზღვარს. ისინი ამტკიცებენ, რომ რუსეთის მხრიდან მომავალი საფრთხეების თავიდან ასაცილებლად სახმელეთო ნაღმები სჭირდებათ, რადგან თავად რუსეთს კონვენციაზე ხელი არასდროს მოუწერია.

ოტავის კონვენცია 1997 წელს შეიქმნა და მისი მიზანი სახმელეთო ნაღმების აკრძალვაა, რადგან ისინი საფრთხეს უქმნის არამხოლოდ სამხედროებს, არამედ მშვიდობიან მოსახლეობასაც. კონვენცია ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გამოყენებას კრძალავს, რომელთა დეტონაციისთვის მცირე წონაც საკმარისია. სხვადასხვა კონფლიქტის დროს ნაღმის აფეთქებისას ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაღუპულა და დაზარალებულა. ვენეციის კონვენცია არ ეხება სხვა სახმელეთო ნაღმებს, რომელთა ამოქმედებისთვისაც დიდი წონაა საჭირო.

პოლონეთი ოტავის კონვენციას 2012 წელს შეუერთდა, 2016 წელს საკუთარი სახმელეთო ნაღმების წარმოება შეაჩერა და მარაგების განადგურება დაიწყო. თუმცა როცა  ქვეყანა ოფიციალურად გავა ოტავის ხელშეკრულებიდან, შიდა წარმოებასაც განაახლებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend