მთავარიაზიაღაზაგაეროში აცხადებენ, რომ ღაზაში მცხოვრები პალესტინელები რამადანს მძიმე პირობებში აღნიშნავენ

გაეროში აცხადებენ, რომ ღაზაში მცხოვრები პალესტინელები რამადანს მძიმე პირობებში აღნიშნავენ

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ღაზის სექტორში მცხოვრები პალესტინელები რამადანის პირველ დღეს მძიმე პირობებში, სახიფათო თავშესაფრებში ან ღია ცის ქვეშ აღნიშნავენ. მათ შეზღუდული აქვთ წვდომა აუცილებელ პროდუქტებსა და მომსახურებაზე.

გაეროს გენერალური მდივნის სპიკერმა სტეფან დუჟარიკმა ასევე განაცხადა,  რომ რაფაჰის გადასასვლელზე  არადამაკმაყოფილებელი პირობებია.

მისი თქმით, გაერო შესაბამის ორგანოებთან თანამშრომლობს, რათა უზრუნველყოს უსაფრთხო პირობები.

სასურსათო დახმარებასთან დაკავშირებით დუჟარიკმა აღნიშნა, რომ გაერომ და მისმა პარტნიორებმა განაწილების დრო ისე შეარჩიეს, რომ რამადანის პერიოდში მარხვის საათებს დამთხვეოდა.

სტეფან დუჟარიკი – გაეროს გენერალური მდივნის პრესსპიკერი:

„ჩვენი კოლეგები გვეუბნებიან, რომ ღაზის მასშტაბით ოჯახები რამადანის პირველ დღეს მძიმე პირობებში აღნიშნავენ, ისინი ან  სახიფათო თავშესაფრებში არიან  ან ღია ცის ქვეშ. მათ ფაქტობრივად, არ აქვთ წვდომა აუცილებელ პროდუქტებსა და მომსახურებაზე. ჰუმანიტარული საკითხების კოორდინაციის ოფისი გვაცნობებს, რომ რაფაჰის გადასასვლელთან მგზავრებისთვის  პირობები ჯერ კიდევ არადამაკმაყოფილებელია. ჩვენ და ჩვენი ჰუმანიტარული პარტნიორები ვესტუმრეთ ხელახლა გახსნილ გადასასვლელს და შევნიშნეთ ხარვეზები ძირითად საშუალებებთან დაკავშირებით. ხალხი ვერ სარგებლობს  ტუალეტით, არ არის  ხელების დასაბანი ადგილები. ეს შემაშფოთებელია.

შეკრების პუნქტებში ჰიგიენა არ არის დაცული.  ადამიანებს გრძელ რიგებში უწვეთ დგომა, ხშირად შეზღუდულია ჩრდილის მქონე ადგილები, არ არის საკმარისი მოსასვენებელი ადგილები,  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ეტლების ნაკლებობაა. რაფაჰში მისასვლელი გზაც მოსაწესრიგებელია. განსაკუთრებით რთულია იმ  პაციენტების მდგომარეობა, რომლებსაც სამედიცინო ევაკუაცია სჭირდებათ. ჩვენ ვთანამშრომლობთ შესაბამის ორგანოებთან, რათა უზრუნველვყოთ, რომ პირობები უსაფრთხო და  შესაბამისი იყოს.

ჩვენ და სურსათის უვნებლობაზე მომუშავე პარტნიორებმა ასევე შევცვალეთ საკვების განაწილების დრო, რათა უკეთ შეესაბამებოდეს რამადანის დროს მარხვის საათებს. ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ აქაურობა არ იყოს გადატვირთული,  განსაკუთრებით იფტარის ვახშმის წინ. ეს ზომები მიზნად ისახავს ხანდაზმული, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და დიასახლისებითვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.“ – განაცხადა გაეროს გენერალური მდივნის პრესსპიკერმა, სტეფან დუჟარიკმა.

რამადანის დროს მორწმუნე მუსლიმები ყოველდღიურად მარხულობენ გამთენიიდან მზის ჩასვლამდე.

ეს პერიოდი ღვთისმსახურების, რელიგიური აზროვნებისა  და ქველმოქმედების დროა.

ჩვეულებრივ პირობებში, ამ თვეს ოჯახები და მეგობრები, სიხარულით აღსავსენი, ერთად ატარებენ დროს, თუმცა, ამჟამად ღაზაში სხვა ვითარებაა.

ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ისრაელის სამხედრო შეტევამ 72 000-ზე მეტი პალესტინელი იმსხვერპლა, რამაც ფართომასშტაბიანი ნგრევა გამოიწვია, მოსახლეობის ძირითადი ნაწილი კი იძულებით გადაადგილებულად აქცია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend