ღაზის სექტორის ცენტრალურ ნაწილში, სკოლად გადაკეთებულ თავშესაფარზე თავდასხმას 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინციდენტს მოგვიანებით ისრაელის ავიაიერიში მოჰყვა. ინფორმაციას ღაზის ჯანდაცვის წარმომადგენლები ავრცელებენ.
პალესტინის შეიარაღებულმა დაჯგუფება „აბუ ნუსეირამ“, რომელიც „ჰამასის“ წინააღმდეგ მოქმედებს, განაცხადა, რომ ისინი მაგჰაზის ტერიტორიაზე მდებარე თავშესაფარში შეიჭრნენ, დახოცეს „ჰამასის“ ხუთი მებრძოლი და მათ იარაღი და აღჭურვილობა ჩამოართვეს.
ისრაელის სამხედრო უწყებას ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.
როგორც ერთ-ერთი ხანდაზმული დევნილი ქალი ამბობს, ათეულობით შეიარაღებული პირი შევარდა შენობაში, სადაც მათ შორის დაპირისპირება მოხდა. თავდამსხმელებმა რამდენიმე გოგონა და ბავშვი გაიტაცეს ავტომობილებით. დაპირისპირებისას ამ ქალის ვაჟიც დაიღუპა.
დაღუპულთა ცხედრები ალ-აქსას საავადმყოფოში გადაასვენეს. ექიმების განცხადებით, ზოგიერთი მათგანი ისრაელის ავიაიერიშს ემსხვერპლა.
