12 თებერვალს ევროპის „არიან-6“ ტიპის ყველაზე მძლავრი რაკეტა, ქსელ „ამაზონ ლეოს“ 32 თანამგზავრით, რომლის მიზანია ილონ მასკის „სტარლინკთან“ კონკურენციაა, კოსმოსში გაფრინდა.
რაკეტა ამერიკის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე, საფრანგეთის გაიანაში, კურუში მდებარე ევროპის კოსმოდრომიდან აფრინდა.
ამერიკული კომპანია „ამაზონი“, რომელიც მილიარდერ ჯერ ბეზოსის მიერ არის დაფძნებული, „არიან-6-ის“ მთავარი კომერციული პარტნიორია, მიუხედავად იმისა, რომ პროექტი ამ სექტორში ევროპული სუვერენიტეტის სიმბოლოდ არის აღქმული.
იმისათვის, რომ ორბიტაზე „ამაზონის“ 32 თანამგზავრი აიყვანოს, „არიან-6“ აღჭურვილია ოთხი გაუმჯობესებული ე.წ. ბუსტერით, ნაცვლად ორისა, რომლებიც წინა ფრენების დროს გამოიყენებოდა.
მათი მიზანია დამატებითი ბიძგის შექმნა, რათა შეძლონ დაახლოებით 21-ტონიანი მასალით დედამიწის ქვედა ორბიტამდე მიღწევა. ეს თითქმის ორჯერ მეტია იმაზე, რაც ორი ე.წ. ბუსტერით იყო შესაძლებელი.
„არიან-6-ის“ პროექტში ჩართულია 13 ქვეყანა, თითოეული მათგანი ევროპული კოსმოსური სააგენტოს წევრია.
ამ რაკეტის შექმნას 600-ზე მეტი ქვეკონტრაქტორის გამოცდილება და კოორდინაცია დასჭირდა.
ბუსტერების გარდა, Ariane 6-ზე განთავსებულია ერთი მთავარი ძრავა, რომელიც საწვავად გაციებულ წყალბადსა და ჟანგბადს იყენებს.
მეორე ძრავა კი მაშინ ირთვება, როდესაც კოსმოსური ხომალდი უკვე გასცდება დედამიწის გრავიტაციულ ველს და იწყებს ორბიტაზე თანამგზავრების განთავსებას.
მთავარი საფეხურის კომპონენტები პარიზის დასავლეთით, ლე-მიუროში იწყობა, ზედა საფეხურის კომპონენტები კი გერმანიის ბრემენის ქარხანაში.

