ევროკავშირის თავდაცვის მინისტრებმა 150 მილიარდი ევროს ოდენობის მექანიზმის „უსაფრთხოების ქმედება ევროპისთვის“, SAFE-ის ფარგლებში პირველი ეროვნული საინვესტიციო გეგმა რვა წევრ სახელმწიფოს დაუმტკიცეს.
ჯამში რვა ქვეყნისთვის დამტკიცებული ფონდი 38 მილიარდ ევროს შეადგენს. 19 ქვეყნიდან, რომლებმაც SAFE-ის ფარგლებში ევროკავშირს ფინანსური დახმარებებისთვის მიმართეს, პირველ ჯერზე თანხა დაუმტკიცდათ ბელგიას, ბულგარეთს, დანიას, ესპანეთს, ხორვატიას, კვიპროსს, პორტუგალიასა და რუმინეთს.
„ევროპაში წარმოების ჯაჭვის გაფართოებით, ჩვენ შეგვიძლია გავზარდოთ წარმოება მთელი ევროკავშირისთვის. დიახ, ევროკავშირის შიგნით. დეახ, ნატოსთან თანამშრომლობით, დიახ, შეერთებულ შტატებთან მჭიდრო ურთიერთობებით, მაგრამ ერთი ძალიან მკაფიო ასპექტის გათვალისწინებით: ევროპას უნდა შეეძლოს ევროპის დაცვა“, – განაცხადა რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა, რადუ-დინელ მირუტამ.
ევროკავშირის საბჭოს ამჟამიდელი თავმჯდომარე ქვეყნის – კვიპროსის თავდაცვის მინისტრის, ვასილის პალმასის განაცხადებით, ეს გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ ევროკავშირი თავდაცვაზე მხოლოდ კი არ საუბრობს, არამედ კონკრეტულ შედეგებს აღწევს. მისი თქმით, SAFE-ის მეშვეობით, ევროკავშირი ბლოკის უსაფრთხოებას იქ აძლიერებს, სადაც ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.
დამატებით რვა ქვეყანის ესტონეთის, საბერძნეთის, იტალიის, ლატვიის, ლიეტუვის, პოლონეთის, სლოვაკეთისა და ფინეთის ეროვნული გეგმაც, რომლის ჯამური ღირებულება 74 მილიარდ ევროს შეადგენს, ევროკავშირის აღმასრულებელმა ორგანომ იანვრის ბოლოს დაამტკიცა. მხარეები საბოლოო გადაწყვეტილებას თანხის გამოყოფის შესახებ ბრიუსელში 17 თებერვალს დაგეგმილ ეკონომიკის მინისტრების შეხვედრაზე ელიან.
მექანიზმის „უსაფრთხოების ქმედება ევროპისთვის“ მექანიზმი კომისიის გეგმის, „ევროპის თავდაცვის მზადყოფნა 2030-ის“ ნაწილია, რომელიც 2030 წლამდე თავდაცვის სფეროში 800 მილიარდ ევრომდე ინვესტიციების ჩადებასა და პრიორიტეტული თავდაცვის პროდუქტების შესყიდვას ითვალისწინებს. მათ შორის საბრძოლო მასალისა და რაკეტების, საარტილერიო სისტემების, დრონებისა და მათი საწინააღმდეგო სისტემებისა. გეგემის მიხედვით, ასევე გაძლიერდება საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემები, კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა, კოსმოსური აქტივების დაცვა, კიბერუსაფრთხოება, ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგია და ელექტრონული ომის სისტემები.
მექანიზმის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია, რომ შეძენილი აღჭურვილობა აუცილებლად ევროპული წარმოების იყოს. ხოლო ევროკავშირის, ევროპის ეკონომიკური ზონის, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ზონის ან უკრაინის ფარგლებს გარეთ შესყიდული კომპონენტების ხარჯები 35%-ს არ უნდა აღემატებოდეს. მექანიზმი ევროკავშირის ისეთ წევრ სახელმწიფოებზეა მორგებული, რომელთა საკრედიტო რეიტინგი კომისიისაზე დაბალია, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი უკეთეს ტარიფებს მიიღებენ.
ბრიუსელში გამართული შეხვედრებისას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრები ასევე შეთანხდნენ, რომ ბლოკმა ორმხრივი შეთანხმება გააფორმოს კანადასთან, რაც კანადურ კომპანიებს და კანადაში დამზადებული პროდუქტებს საშუალებას მისცემს SAFE-ის მექანიზმში ჩაერთონ. შესაბამისად, კანადა პირველი არაევროპული ქვეყანაა, რომელიც ევროპის თავდაცვის სესხის მექანიზმში მიიღებს მონაწილეობას.
ევროპა და კანადა 2035 წლისთვის ნატოში თავდაცვის ხარჯებს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 5%-მდე ზრდიან, რომელზეც წევრები ჰააგის სამიტზე შეთანხდნენ. ევროპისა და კანადის მხრიდან თავდაცვითი ხარჯების გაზრდას მიესალმება ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე.
„ალიანსის მასშტაბით, კანადისა და ევროპის მხრიდან თავდაცვითი ხარჯების გაზრდა, რომ თავდაცვის სექტორი პროდუქციას აწარმოებდეს, არის ის რაც ჩვენ თავდაცვისთვის გვჭირდება. ვხედავთ ფართო სურათს, რომ კანადა და ევროპა წინ მიიწევენ, თავდაცვაზე მილიარდობით დოლარს ხარჯავენ, აძლიერებენ თავდაცვის ინდუსტრიულ სექტორს და ეხმარებიან უკრაინას შეინარჩუნოს სიძლიერეს. ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა მარკ რუტემ.
მარკ რუტე 12 სექტემბერს ბრიუსელში ევროკავშირისა და ნატოს წევრი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრებს შეხვდა, სადაც მხარეებმა უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების მნიშვნელობაზე, თავდაცვის ბიუჯეტის ზრდასა და არქტიკის უსაფთხოების საკითხებზე ისაუბრეს. შეხვედრას არ ესწრებოტა ამერიკის შეერთებული შტატების ომის მდივანი.

