მთავარიევროპაუკრაინაუკრაინის პრეზიდენტმა მოლდოვის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა გამართა

უკრაინის პრეზიდენტმა მოლდოვის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა გამართა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში მოლდოვის პრემიერ-მინისტრ ალექსანდრუ მუნტეანუს შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

შეხვედრაზე ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინასა და მოლდოვას საერთო სტრატეგიული ინტერესი აქვთ — გაწევრიანდნენ ევროკავშირში. მისი თქმით, ორივე ქვეყანა ერთნაირად უყურებს ევროპულ მომავალს, ამიტომ მზად არიან რეფორმების გზაზე თანამშრომლობის გასაძლიერებლად.

„ვფიქრობ, რომ ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე საერთო ხედვა გვაქვს. დიახ, ამის განსახილველად მზად ვართ. იმედი მაქვს, რომ ამა თუ იმ ფორმით ევროკავშირს შევუერთდებით. მივხვდი, რომ თქვენც გსურთ ისაუბროთ ერთობლივ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. ჩვენ გვაქვს კითხვები ენერგეტიკის მიმართულებითაც. აქ იმყოფება ვიცე-პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი. მზად ვართ, ეს საკითხიც განვიხილოთ“, — განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ლიდერებმა ასევე იმსჯელეს ერთობლივ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებიც რეგიონულ კავშირებსა და ეკონომიკურ მდგრადობას გააძლიერებს. მხარეებმა ისაუბრეს სატრანსპორტო და ენერგეტიკულ მიმართულებებზეც, რომლებიც ხელს შეუწყობს როგორც ორმხრივ ვაჭრობას, ისე ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend