მთავარიევროპაუკრაინარუსული იერიშის შედეგად უკრაინაში 10 წლის ბავშვი დაიღუპა

რუსული იერიშის შედეგად უკრაინაში 10 წლის ბავშვი დაიღუპა

რუსულმა არმიამ უკრაინაზე მორიგი საჰაერო იერიში მიიტანა. უპილოტო საფრენი აპარატებით რუსეთმა ოდესისა და ხარკივის ოლქებში საცხოვრებელი სახლები დაბომბა.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ხარკივის ოლქის ქალაქ ბოჰოდუხივზე იერიშს ორი ადგილობრივის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორისაა 10 წლის ბავშვი. რუსულმა არმიამ საჰაერო შეტევა მიიტანა სინელნიკოვსკის რაიონის ქალაქ შახტიორსკიზეც, რის შედეგადაც დაშავდა ცხრა ადამიანი, მათ შორის 13 წლის გოგონა.

ოდესაში რუსეთის თავდასხმებს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს და არასაცხოვრებელ შენობაში კი ხანძარი გაჩნდა.

„ღამით რუსეთმა ოდესა საბრძოლო დრონებით დაბომბა, რამაც ხანძარი გამოიწვია. ცეცხლი წაეკიდა ორ ავტომობილს, გაზსადენსა და 24-სართულიანი საცხოვრებელი შენობის სახურავს. დაზიანდა ფიტნესკლუბი და ექვსი ავტომობილი. შენობების ფანჯრის მინები ჩამსხვრეულია. სამწუხაროდ, ექიმებმა, მცდელობის მიუხედავად, 36 წლის მამაკაცი ვერ გადაარჩინეს. ასევე დაშავებულია ორი ადამიანი“, – ამბობს უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ოდესის რეგიონული შტაბის წარმომადგენელი, მარინა მარტინენკო.

რუსეთის იერიშების ფონზე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პარტნიეორებს თავდაცვითი იარაღის მიწოდებას სთხოვს. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინელი ხალხის გადასარჩენად თავდაცვითი რაკეტები ყოველდღიურადაა საჭირო, რადგან რუსულ მხარეს უკრაინასა და მის ინფრასტრუქტურაზე ყოველდღიურად მიაქვს იერში.

„ყველა ჩენმა პარტნიორმა უნდა გაიაზროს თავისი ძალა და შესაძლებლობა უკრაინაში სიცოცხლის გადასარჩენად. საჰაერო თავდაცვითი რაკეტები ყოველდღიურადაა საჭირო. რუსული ბალისტიკური თავდასხმებისგან თავის დაცვა ყოველდღიურადაა საჭირო. დღეს ბალისტიკურმა რაკეტებით კვლავ დაარტყეს კიევის რეგიონს… მსოფლიოში არც ერთი ქვეყანა არ უნდა დარჩეს მარტო, დახმარების გარეშე, ასეთი დარტყმებისა და ასეთი ომის დროს. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც უკრაინას უჭერს მხარს. მომდევნო კვირები პარტნიორებთან აქტიური მუშაობით იქნება დატვირთული. როგორც ყოველთვის, შედეგებია საჭირო“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ევროკავშირში მიაჩნიათ, რომ მოსკოვი იძულებული უნდა გახდეს, რეალურ დათმობაზე წავიდეს. კაია კალასი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, ამბობს, რომ კრემლი უკრაინასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს სერიოზულად არ აღიქვამს და ძირითადად  აჭიანურებს. შესაბამისად, ბრიუსელი მოლაპარაკების მაგიდასთან ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნას განიხილავს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend