მთავარიევროპაიტალიაიტალიაში სტიქიური უბედურების შედეგად ხუთი მოლაშქრე დაიღუპა

იტალიაში სტიქიური უბედურების შედეგად ხუთი მოლაშქრე დაიღუპა

იტალიში სტიქიური უბედურების შედეგად ხუთი მოლაშქრე დაიღუპა. იტალიის ალპურმა სამაშველო სამსახურმა განაცხადა, რომ მსხვერპლი  აღმოაჩინეს რამდენიმე რეგიონში, სადაც ზვავს  ტურისტების სიცოცხლე ემსხვერპლა.

ქალაქ ტრენტოში ვალ დი ფიემესა და სან-მარტინოს საზღვართან ჩამოსულმა ზვავმა ოთხი ალპინისტი მოიყოლა. ერთ-ერთი მათგანი, 30–40 წლის ასაკის მამაკაცი, მიღებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ლომბარდიაში, ალბოზაჯის მუნიციპალიტეტთან, ზვავმა სამი ალპინისტი შეიწირა.

ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში, ვალ დ’აოსტაში, ლილაცის ჩანჩქერებთან ყინულზე ცოცვისას დაახლოებით 60 წლის უცხოელი მოქალაქე დაიღუპა. იტალიური მედიის ინფორმაციით, იგი ჩამოშვებისას მყინვარის ნაპრალში ჩავარდა.

იმავე რეგიონში  ორი მოლაშქრე, რომლებიც ზვავმა მოიყოლა, თანამგზავრებმა დროულად გადაარჩინეს.

იტალიის ალპური სამაშველო სამსახური მოსახლეობასა და ტურისტებს მოუწოდებს, მთიან რაიონებში გადაადგილებისას უსაფრთხოების ზომები გაითვალისწინონ, რადგან ზვავის რისკი ჯერ კიდევ არსებობს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend